მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ქარის ელექტროსადგურის აქციების განთავსებაზე გამოცხადებული ტენდერი შეწყდა

5b62d5016e390
თამუნა დემეტრაშვილი
02.08.18 13:54
699
შპს ,,ქართლის ქარის ელექტროსადგურის“ აქციების საჯარო რეალიზაციის პროცესი კიდევ გახანგრძლივდება. კომისიამ იმ ტენდერის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო, რომელსაც ამ პროცესის წარმმართველი საბროკერო კომპანია უნდა გამოევლინა. უკვე რამდენიმე თვეა "თიბისი კაპიტალი“ და ,, გალტ ენდ თაგარტი“ აღნიშნულ ტენდერში გამარჯვებისთვის ერთმანეთს ეცილებიან და ეს პროცესი ურთიერთ ბრალდებებისა და საჩივრების ფონზე მიმდინარეობდა. ძირითადი პრეტენზია ბროკერებად დასახელებული სპეციალისტების, კონკრეტული მიმართულებით არასაკმარისი და არასათანადო გამოცდილება იყო.

"ტენდერში მონაწილე მხარეების მიერ, არაერთხელ გასაჩივრდა, სატენდერო კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები. აღნიშნულის მიზეზად სახელდებოდა ტექნიკურ დავალებაში არსებული ჩანაწერების: ,,საინვესტიციო ბანკირისა“ და ,,კაპიტალის ბაზრის სფეროს“ ერთმანეთისაგან განსხვავებული ინტერპრეტაციები.

კომისიამ მიიჩნია, რომ უმჯობესია შეწყდეს შესყიდვის პროცესი არსებული პირობებით“-აღნიშნულია კომისიის გადაწყვეტილებაში.

ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას, ქარის ელექტროსადგური აქციების საჯარო შეთავაზების პროცესი უნდა მოემზადებინა, დაედგინა აქციების საბაზრო ღირებულება, ასევე რა ნომინალის და რა რაოდენობის აქციები გამოვიდოდა IPO-ზე. პირველი შეთავაზების გაკეთება კი სექტემბერში იგეგმებოდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები