მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქარის ენერგეტიკა საქართველოში - რა ზრდის ინვესტორების დაინტერესებას?

ქარის ენერგეტიკის მიმართ ინვესტორების დაინტერესება იზრდება. საქართველოს ენერგეტიკის სექტორში ყველაზე მაღალი ტემპით სწორედ ქარის ელექტროსადგურები ვითარდება. 2026 წლის სექტემბერში სატესტოდ გაეშვა ქვეყნის უმსხვილესი რუისის ქარის ელექტროსადგური, რომლის დადგმული სიმძლავრეც 206 მეგავატ საათს შეადგენს. 2026 წლის გაზაფხულზე ასევე ამუშავდა "ზემო ვინდის" კასპის ქარის ელექტროსადგური, რომელიც 3 ტურბინისგან შედგება, მისი სიმძლავრე კი 18.8 მეგავატ საათს შეადგენს, აღნიშნული სადგური უკვე ერთიან ელექტროსისტემას მიუერთდა. დღეს საქართველოს ენერგოსისტემაში ორ, ჯამში 40 მეგავატამდე სიმძლავრის ქარის სადგურია ჩართული. გარდა ამისა განვითარების ეტაპზეა კიდევ 10-მდე სხვადასხვა ქარის ელექტროსადგური, რომლებიც ხორციელდება როგორც ქართული ბიზნესჯგუფების ასევე თურქული, გერმანული და ჩინური ინვესტიციებით. პროექტები ძირითადად შიდა ქართლის და იმერეთის რეგიონებშია განთავსებული. ახლახანს ცნობილი გახდა, რომ ჩინური სახელმწიფო კომპანია Sichuan Energy Development-ის ქართული შვილობილი, შპს "უსასრულო ენერგია" იმერეთში 100-მეგავატიანი ქარის ელექტროსადგურის პროექტის განხორციელებას გეგმავს. 17-ტურბინიანი ახალი სადგური საჩხერისა და ჭიათურის მუნიციპალიტეტების სოფლებში განთავსდება. ინვესტორი ახალი 500-კილოვოლტიანი ქვესადგურის მშენებლობასაც გეგმავს, რომელსაც შემდეგ საკუთრებაში სახელმწიფო ელექტროსისტემას გადასცემს. რატომ გახდა ქარის ენერგეტიკაში ინვესტირება მიმზიდველი და ამის პარალელურად რა გამოწვევები არსებობს სექტორში?

სტუმარი: თორნიკე ბახტურიძე - "იბერია კაპიტალ ლიმიტედის" აღმასრულებელი დირექტორი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები