მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ქარის პირველი ელექტროსადგურის ტურბინები უკვე საქართველოშია (ფოტო)

5797929edc874
BM.GE
26.07.16 20:37
21218
საქართველოში პირველი ქარის ელექტროსადგური "ქართლი" შენდება, რომლისთვის საჭირო ტურბინები უკვე საქართველოშია.

გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სადგურის ტურბინების დასამონტაჟებლად საძირკველი მზადდება და სამშენებლო სამუშაოების დასრულება სექტემბერში იგეგმება. მას შემდეგ, რაც ელექტროსადგური გამოცდას გაივლის, დეკემბერში სახელმწიფო ელექტროსისტემა მიღებულ ელექტროენერგიას ენერგოქსელში გაანაწილებს. ქარის ელექტროსადგურის დადგმული სიმძლავრე 20 მეგავატია.

"მოხმარების თვალსაზრიისთ, საშუალოდ, დაახლოებით 20 000 ოჯახზეა გათვლილი გამომუშავებული ელექტროენერგია. სახელმწიფოსთან გაფორმებულია ათწლიანი გარანტირებული სიმძლავრის ხელშეკრულება, რომლის მიხედვით 10 წლის განმავლობაში, გამომუშავებული ელექტროენერგია საქართველოს ენერგოსისტემას მოხმარდება“, - განმარტავს შპს „ქართლის ქარის ელექტროსადგურის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე თორნიკე ყაზარაშვილი.

მისივე ინფრმაციით, ქარის საპილოტე ელექტროსადგურის ამუშავების შემდეგ, ენერგეტიკის სამინისტრო მისი სიმძლავრის გაზრდას 100 მეგავატამდე გეგმავს, რისთვისაც დამატებითი ფინანსური რესურსის მოძიებაა საჭირო.

"ჩვენ ვეცდებით, ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევები გავამზადოთ და შემდეგ ინვესტორები და საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტები დავაინტერესოთ", - აღნიშნა ყაზარაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები