მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ქარის სადგურების მშენებლობაზე გადაწყვეტილებას უახლოეს პერიოდში მივიღებთ"

5b2a1ceca5dab
ლევან თაღიაშვილი
20.06.18 20:00
1401
Georgia Global Utilities-ის აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა BM.GE-სთან საუბრისას განაცხადა, რომ შესაძლოა საქართველოს მალე რამდენიმე ქარის ელექტროსადგური დაემატოს. 

,,ჩვენ, დაახლოებით წელიწადნახევრის წინ დავიწყეთ შვიდ სხვადასხვა ადგილზე კვლევა, რამოდენიმე ლოკაცია შევარჩიეთ. აქედან 2 არის აღმოსავლეთ საქართველოში, ერთი თბილისთან ახლოს და მეორე კასპის მიმდებარედ. ორივეგან სურვილი გვაქვს, რომ ავაშენოთ 50 მეგავატიანი სიმძლავრის  ქარის სადგურები. მოლაპარაკება მიმდინარეობს როგორც GS-სთან, ასევე ეკონომიკის სამინისტროსთან იმასთან დაკავშირებით, თუ ტექნიკურად როგორ მოგვარდება ეს საკითხი და როგორ დავაერთოთ სადგურები ქსელზე და რა პირობებში. ჩვენ მოლოდინი გვაქვს, რომ რამოდენიმე თვეში გაირკვევა ეს და თუ ყველაფერი კარგად ჩაივლის რამოდენიმე თვეში შეიძლება გამოვაცხადოთ პროექტის დაწყებაზე, რომელიც 2 წელიწადში ექსპლუატაციაში შევა. ის სეზონურადაც ჩაანაცვლებს იმპორტირებულ გაზს და ენერგიას’’ - განაცხადა არჩილ გაჩეჩილაძემ. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები