ქარის ელექტროსადგურის აქციების საჯარო განთავსებისთვის სამუშაოებს "თიბისი კაპიტალი" ჩაატარებს. კომპანია დავების საბჭოს გადაწყვეტილებით გამარჯვებულად დასახელდა. შპს "ქართლის ქარის ელექტროსადგურის" დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის თორნიკე ყაზარაშვილის წერილში, რომელიც სატენდერო დოკუმენტაციას თან ერთვის "თიბის კაპიტალს" ხელშეკრულების გასაფორმებლად 12 ივლისს იწვევენ.
წერილში ნათქვამია, რომ "საბროკერო მომსახურების შესყიდვის მიზნით გამოცხადებულ ელექტრონულ ტენდერში "თიბისი კაპიტალის" მიერ წარმოდგენილი სატენდერო წინადადება სრულად შეესაბამება სატენდერო დოკუმენტაციით გათვალისწინებულ მოთხოვნებს".
აღსანიშნავია, რომ თავდაპირველად ტექნიკური დოკუმენტაციის გამო "თიბისი კაპიტალის“ დისკვალიფიკაცია მოხდა, რაც კომპანიის მხრიდან დავების საბჭოში გასაჩივრდა.
სატენდერო კომისია მაშინ ჩათვალა, რომ "თიბისი კაპიტალს" გამოცდილება არასაკმარისი იყო და გამარჯვებულად მისი კონკურენტი Galt&Taggart დაასახელა. საბოლოოდ დავების საბჭომ გადაწყვეტილება "თიბისი კაპიტალის" სასარგებლოდ მიიღო.
შეგახსენებთ, რომ შესყიდვის თავდაპირველი ღირებულება 210 ათასი ლარი იყო, კონკურენციის შედეგად კი ფასი განახევრდა. აქციების საჯარო განთავსების პროცესის მომზადებაში "თიბისი კაპიტალი“ 95 ათას 299 ლარს მიიღებს.

























