მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ქარის სადგურის დაზღვევის ტენდერში "ალდაგი" "ირაოს" დისკვალიფიკაციას ითხოვს

5b0560ca3f37e
თამუნა დემეტრაშვილი
23.05.18 17:00
1284
გორში მდებარე ქარის ელექტროსადგურის ქონების დაზღვევის ტენდერი კიდევ ერთხელ გახდა სადაო. ამჯერად შპს ,,ქარის ელექტროსადგურს“ ,,ალდაგი“ უჩივის. სადაზღვევო კომპანია სატენდერო კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გაუქმებას და კომპანია "ირაოს" დისკვალიფიკაციას ითხოვს.

შეგახსენებთ, რომ 6 კონკურენტს შორის, სწორედ „ირაომ“ შესთავაზა შემსყიდველს დაზღვევის ყველაზე დაბალი ფასი -98 ათასი ლარი, მაშინ როცა საწყისი ფასი 135 ათასი იყო. საჩივარში, რომელიც "ალდაგმა" შესყიდვების სააგენტოს დავების საბჭოში შეიტანა ნათქვამია, რომ "ირაომ" სატენდერო მოთხოვნები დაარღვია. კერძოდ, გადაზღვევის ხელშეკრულების ნაცვლად, წარმოადგინა, მხოლოდ საერთაშორისო გადამზღვევ კომპანიასთან თანამშრომლობის ხელშეკრულება, რაც ,,ალდაგის“ აზრით არ შეიძლება ჩაითვალოს გადაზღვევაზე თანხმობის წერილად. გარდა ამისა, "ალდაგს" პრეტენზიები აქვს, ასეთი ტიპის ობიექტების დაზღვევის კუთხით ,,ირაოს“ გამოცდილებასთან დაკავშირებითაც. ამ ეტაპზე ტენდერი შერჩევა/შეფასების სტადიაზეა და კომისია "ირაოსგან" გარკვეული დოკუმენტაციის დაზუსტებას ითხოვს.

აღსანიშნავია, რომ შპს "ქარის ელექტროსადგურს“ დავების საბჭოში კომპანია "საქართველოს სადაზღვევო ჯგუფმაც" უჩივლა. კომპანია სატენდერო პირობებს აპროტესტებდა, რის საფუძველზეც, მონაწილე კომპანიებს 3 წლიანი მუშაობის გამოცდილება მოეთხოვებოდათ. აღნიშნული სარჩელი, დავების საბჭომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა და სატენდერო კომისიას პირობების უკეთ დასაბუთება მოსთხოვა.

შეგახსენებთ, რომ ქარის ელექტროსადგურის ქონების დაზღვევაზე ტენდერი მარტის თვეში გამოცხადდა, კომპანიის ქონება კი 23 მილიონ დოლარადაა შეფასებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები