მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ქარიშხალი "ჰარვის" გავლენა ნავთობის ფასებზე

59abe87b509b7
BM.GE
03.09.17 15:31
1710
ბოლო პერიოდის განმავლობაში ნავთობის ფასი მცირედით იზრდება.

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით, მიმდინარე პერიოდში ნავთობის ფასის ტენდენცია ძირითადად უკავშირდება აშშ-ში მიმდინარე მოვლენებს. კერძოდ, აშშ-ში ქარიშხალი "ჰარვის" გამო მექსიკისყურის რაიონში მუშაობა შეაჩერა 15-მდე ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ. მათ შორის, ტეხასის შტატში პორტ-არტურში მდებარე უმსხვილესმანავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ Motiva Enterprises-მა. აღნიშნული ქარხნები უზრუნველყოფდნენ აშშ-ში ნავთობის გადამუშავების დაახლეობით 20%-ს.

ქარიშხალი „ჰარვის“ შედეგების გამო აშშ-ში მექსიკის ყურეში 25%-ით შემცირდა ნავთობის მოპოვება. კერძოდ, 1,74 მლნ ბარელიდან/დღე-ღამეში 1,32 მლნ ბარელამდე/დღე-ღამეში.

აშშ-ში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების შეჩერების შედეგად შეიქმნა საწვავის დეფიციტი, რის გამოც აშშ-ში ბენზინისა და დიზელის საწვავის ფასის მნიშვნელოვანი მატება მოხდა. თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საკუთრივ ნავთობის ფასი არ გაზრდილა მნიშვნელოვნად იმ მიზეზით, რომ ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების შეჩერების ფონზე შემცირდა ნავთობის მოხმარება.

სხვადასხვა ექსპერტთა აზრით, ნავთობის ფასის ზრდის ტენდენცია დიდ ხანს არ შენარჩუნდება და ფასების დასტაბილურება მოხდება ქარიშხალი „ჰარვის“ შესუსტების ფონზე და მექსიკის ყურეში წარმოების აღდგენისთანავე. სწორედ ამ მიზანს ემსახურება აშშ-ის ხელისუფლების მიერ მიღებული გადაწყვეტილება ნავთობის სტრატეგიული მარაგებიდან 500 ათასი ბარელის გაყიდვასთან დაკავშირებით, რაც ბოლო 5 წლის განმავლობაში არ განხორციელებულა.

„რაც შეეხება საქართველოს საცალო ქსელს, ბოლო თვენახევარია ფიქსირდება საერთაშორისო ფასების ზრდა ნავთობპროდუქტებზე Platt’s-ის მიხედვით, რომლის მიხედვითაც ხორციელდება საქართველოში საწვავის იმპორტი. აგვისტოს თვეში მოხდა საქართველოს საცალო ქსელში საწვავის ფასის მატება 5 თეთრით ლიტრაზე. ეს ფასის მატების პირველი შემთხვევაა დაახლოებით ბოლო 5 თვის განმავლობაში. საწვავის ფასის შემდგომი ტენდენცია დამოკიდებული იქნება საერთაშორისო ფასებზე Platt’s-ის მიხედვით და ლარის კურსზე დოლართან მიმართებაში", - განმარტავენ ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები