მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ქარხნის/საწყობის მოსაწყობად ბიზნესის დამფუძნებლებს და ხელმძღვანელებს 2025 წლის იანვრიდან "აუთსორს კომპანიის" დაქირავება შეუძლიათ

ქარხანა

2025 წლის იანვრიდან საქართველოში ქარხნის/საწყობის მოწყობით დაინტერესებულ პირებს, საკითხის გადაწყვეტა საქართველოში ბიზნესს ვაჭრობის და ბიზნესში ინვესტირების საკითხებზე მომუშავე ბიზნესს ჯგუფს - "ბი-თი-ჯი"-ს (https://bt.ge/ka) დახმარებით შეუძლიათ, რომელსაც მსგავსი საქმიანობის 8 წლიანი წარმატებული გამოცდილება გააჩნია.

ქარხნის/საწყობის მოწყობისთვის მხოლოდ სურვილი არ კმარა. საჭიროა შესაფრისი მიწის ნაკვეთის მოძიება, შესყიდვა, მშენებლობის ნებართვის მიღება, გამოცდილი სამშენებლო კომპანიის დაქირავება და მშენებლობა.

ეს, ერთი შეხედვით მარტივი საკითხი, ხშირად დაუძლეველ, ან წლობით მოუგვარებელ პრობლემებს უკავშირდება. მეტიც, ხშირია შემთხვევა, როდესაც კომპანია ყიდულობს მიწას და შემდეგ აღმოჩნდება, რომ მიწა სადავოა, ან მუნიციპალიტეტი ამ მიწაზე არ გასცემს მშენებლობის ნებართვას.

ბიზნესს ჯგუფის - "ბი-თი-ჯი"-ის, კორპორაციული (ექსკლუზიური) მომსახურება გულისხმობს: ა) ქარხნის/საწყობის სპეციფიკის გათვალისწინებით, მიწის ნაკვეთის მოძიება; ბ) მიწის ნაკვეთის შესყიდვის პროცედურების მოგვარება, იმგვარად, რომ გარანტირებული იყოს მშენებლობის ნებართვის მიღება; გ) ქარხნის/საწყობის არქიტექტორული და კონსტრუქციული პროექტების მომზადება, მუნიციპალიტეტის მერიაში წარდგენა და მშენებლობის ნებართვის მიღება; დ) საჭიროებისამებრ ქარხნის/საწყობის სპეციფიკის გათვალისწინებით, ლიცენზიების მიღება; ე) ქარხნის/საწყობის მშენებლობა.

დამკვეთი 100%-ით დაზღვეულია, რადგანაც ზემოაღნიშნული კორპორაციული (ექსკლუზიური) მომსახურების ფარგლებში, "ბი-თი-ჯი" სარგებელს (სერვისის ღირებულებას) მიიღებს მხოლოდ დამკვეთის ინტერესის შესაბამისად ბიზნესპროექტის დამუშავების და დამკვეთისთვის გადაცემის შემდეგ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები