მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ქართ-ველი" 3 ქვეყანაში ბრენდ ამბასადორების შერჩევას იწყებს - "ქართველები საქართველოსთვის"

5e2c242b8c9cf
ვიქტორია მღებრიშვილი
25.01.20 16:35
2961

ახალი ტურისტული პლატფორმა „ქართ-ველი“ დღეიდან ქვეყნის გარეთ ბრენდ ამბასადორების შერჩევას იწყებს.

როგორც კომპანიის დირექტორმა გიორგი თაქთაქიშვილმა BM.GE-ისთან საუბრისას განაცხადა, თავდაპირველად განაცხადების მიღება სამ ქვეყანაში - გერმანიაში, პოლონეთსა და ჩინეთში მოხდება, ხოლო შემდეგ ეტაპობრივად გაფართოვდება.

იმის გათვალისწინებით, რომ „ქართ-ველის“ მიზანი მსოფლიოსთვის, ქართული კულტურის და ღირებულებების გაცნობაა და ტურიზმისა და ეკონომიკის განვითარებისთვის მნიშვნელოვან ბაზრებზე ჩვენი ქვეყნის ლობიზმია, გაჩნდა იდეა, რომ ჩვენთვის საინტერესო მიმართულებებით შეგვერჩია ბრენდ ამბასადორები, რომლებიც ლობირებას გაუწევდნენ ქართულ კულტურას და სტრატეგიულ ბაზრებზე იმუშავებდნენ ქვეყნის იმიჯის წარმოჩენაზე.

დღეს ჩვენი წარმომადგნელების შერჩევის პირველი ეტაპი იწყება და ამ მიზნით, ვიწყებთ კომუნკაციას ადგილობრივ დიასპორებთან, საელჩოებთან, განათლების ორგანიზაციებთან, რომლებიც ჩაერთვებიან ინფორმაციის გავრცელებისა და ამბასადორების შერჩევის პროცესებში“, - განაცხადა გიორგი თაქთაქიშვილმა.

გენერალური დირექტორის ინფორმაციით, პირველ ეტაპზე, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში მოხდება ბრენდ წარმომადგენელების შერჩევა, რამდენადაც კომპანიას ამ ბაზრებზე წარმატებული მოდელის შესაქმნელად ნიადაგი მომზადებული აქვს.

„პირველ ეტაპზე, ევროპაში - კონკრეტულად კი, გერმანიასა და პოლონეთში, ასევე ჩინეთში განვახორციელებთ საპილოტე პროგრამას, სადაც უკვე დაწყებულია მოლაპარაკებები ადგილობრივ პარტნიორებთან, ხოლო შემდეგ ამბასადორების შერჩევა ეტაპობრივად გავრცელდება ჩვენთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვან - აზიისა და არაბული ქვეყნების ბაზრებზე. პირველ ეტაპზე, ჩვენი მიზანია, შევქმნათ ეფექტური მოდელი და შემდეგ ეტაპობრივად ჩავრთოთ პროგრამაში ჩვენთვის საინტერესო სტრატეგიული ბაზრები“, - განმარტავს „ქართ-ველის“ გენერალური დირექტორი.

ბრენდ ამბასადორების მოდელის დეტალებზე საუბრისას, გიორგი თაქთაქიშვილმა აღნიშნა, რომ ამ პოზიციაზე ადგილზე მცხოვრები 21 დან 35 წლამდე ახალგაზრდები შეირჩევიან.

"მაგალითად, გერმანიაში მცხოვრები, ჩვენ მიერ შერჩეული ახალგაზრდები ჩაერთვებიან კომუნიკაციაში ადგილობრივ ორგანიზაციებთან, ტურიზმის ბიუროებთან, იქნებიან ეფექტურ კოორდინაციაში საქართველოს საელჩოსთან კონკრეტულ ქვეყანაში და მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა საერთაშორისო დონის გამოფენაში/შეხვედრაში. ეს იქნება მასობრივი კამპანია ნარატივით - “ქართველები საქართველოსათვის”.

ეს იქნება კომუნიკაციის ეფექტური ფორმა, რომელიც ჩვენ, როგორც კომპანიას მოგვცემს შესაძლებლობას რესურსების ეფექტიანად გამოყენების გზით ვაწარმოოთ მნიშნელოვანი საქმიანობა სხვადასხვა ქვეყანაში პარალელურად, თუმცა ვაცნობიერებთ, რომ ეს ყველაფერი ძალიან დიდ ძალისხმევას მოითხოვს დისტანციური კომუნიკაციის თვალსაზრისით, აგრეთვე შეფასების და მონიტორინგის ნაწილში“, - ამბობს თაქთაქიშილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები