მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ქართლის ქარის ელექტორსადგური EMEA Finance-მა 2016 წლის განახლებადი ენერგიის საუკეთესო გარიგებად დაასახელა

5912e7dc924c6
BM.GE
10.05.17 14:12
1494
საერთაშორისო ფინანსურმა ჟურნალმა EMEA Finance ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში საუკეთესო გარიგებებად 2 ქართული გარიგება დაასახელა. 2016 წლის განახლებადი ენერგიის პროექტირების საუკეთესო გარიგებად დასახელდა ქართლის ქარის ელექტროსადგური. ხოლო საუკეთესო სატელეკომუნიკაციო გარიგებად კომპანია "მაგთიკომის" ინტერნეტ-სერვისებში გაფართოება დასახელდა.

ჟურნალი ყოველწლიურად აჯილოდოვებს ასევე საუკეთესო საფინანსო, ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის, ჯანდაცვის სფეროში, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურაში დადებულ გარიგებებს, და ა.შ.

EMEA Finance (Europe, Middle East and Africa Finance) არის საერთაშორისო დონის ფინანსური ჟურნალი, რომელიც ყოველწლიურად იკვლევს და ასახელებს საუკეთესო გარიგებებს ევროპის, შუა აღმოსავლეთის და აფრიკის ქვეყნებში ფინანსურ ინსტიტუტების, მიმწოდებლებსა და შემსყიდველებს შორის ურთიერთობებს.

შეგახსენებთ, რომ გასულ წელს ამუშავდა საქართველოში პირველი ქარის ელექტროსადგური. რაც შეეხება მაგთიკომს, შარშან კომპანიამ "კავკასუს ონლაინი" და "დელტაკომი" შეიძინა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები