მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქართლის ქარის ელექტროსადგურის გამომუშავება 5%-ით გაიზარდა

63c9531277ec3
მარიამ ვარადაშვილი
20.01.23 10:00
601

2022 წელს ქართლის ქარის ელექტორსადგურის გამომუშავება 5%-ით 87.49 მლნ კვტ.სთ-მდე გაიზარდა. 2021 წელს ქარის ელექტროსადგურმა ჯამში 83.4 მლნ კვტ.სთ გამოიმუშავა. 

ქართლის ქარის ელექტროსადგური საქართველოში ალტერნატიული ენერგიების მიმართულებით, პირველი პროექტია და მისი დადგმული სიმძლავრე 20,7 მეგავატია. სადგური ექსპლუატაციაში 2016 წლის 20 დეკემბერს ოფიციალურად შევიდა, ხოლო კვალიფიციურ საწარმოდ 2017 წლის 27 იანვარს დარეგისტრირდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები