ქართლის ქარის ელექტროსადგურს აუქციონზე, სავარუდოდ, მაისში გამოიტანენ,- ამის შესახებ "საქმის კურსს" ენერგეტიკის განვითარების ფონდში განუცხადეს.
მათი ინფორმაციით, აპრილის ბოლოსთვის ან მაისის დასაწყისისთვის მზად იქნება აუდიტის დასკვნა, რომელიც დაადგენს ელექტროსადგურის ფასს, რის შემდეგაც მოხდება ობიექტის აუქციონზე გატანა.
"საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდსა" და სს "საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციას" შპს "ქართლის ქარის ელექტროსადგურის" აუქციონის გზით გასხვისებისთვის საჭირო ყველა ღონისძიების გატარება მარტის დასაწყისში დაევალათ.
შეგახსენებთ, რომ სადგური 27 იანვრიდან მოიხსნა სატესტო რეჟიმიდან და კვალიფიციურ საწარმოდ დარეგისტრირდა. შესაბამისად, ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორი სადგურის მიერ გამომუშავებულ 1 კვტ.სთ ელექტროენერგიას 6.89 აშშ ცენტად ყიდულობს.
ცნობისთვის "ქართლის ქარის ელექტროსადგურის" დადგმული სიმძლავრე 20,7 მგვტ-ს შეადგენს. სადგური შედგება 6 ცალი 3,45 მგვტ-ის სიმძლავრის ქარის ტურბინისაგან.

























