მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ქართლის ქარის ელექტროსადგურზე" ელექტროენერგიის წარმოების წინასწარი ლიცენზია გაიცა

57a3562159258
BM.GE
04.08.16 18:47
1584
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ შპს „ქართლის ქარის ელექტროსადგურზე“ ელექტროენერგიის წარმოების წინასწარი ლიცენზია გასცა. აღნიშნულ საკითხზე კომისიამ 4 აგვისტოს საჯარო სხდომაზე იმსჯელა.

გადაწყვეტილების შესაბამისად, შპს „ ქართლის ქარის ელექტროსადგურზე“ ელექტროენერგიის წარმოების წინასწარი ლიცენზია რამდენიმე მოთხოვნის დაკმაყოფილების პირობით გაიცა. კერძოდ, 2016 წლის 30 სექტემბრამდე განისაზღვრა ელექტროსადგურზე მიმდინარე სამუშაოების დასრულებისა და ელექტროენერგიის გადაცემის ქსელთან მიერთების ვადები. გადაწყვეტილების მიხედვით, ელექტროსადგურის ექსპლუატაციაში გაშვება 2016 წლის 22 ნოემბრამდე მოხდება.

გორისა და ქარელის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე 20,7 მგვტ (6 აგრეგატი, თითოეულის დადგმული სიმძლავრე - 3,45 მგვტ) დადგმული სიმძლავრის შპს „ქართლის ქარის ელექტროსადგურზე“ ელექტროენერგიის წარმოების წინასწარი ლიცენზიის გაცემის თაობაზე კომისიაში საჯარო ადმინისტრაციული წარმოება 2016 წლის 7 ივლისს დაიწო.

ელექტროსადგურის საპროექტო გამომუშავება შეადგენს 88 მლნ.კვტსთ-ს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები