მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ქართუ ბანკის" დირექტორმა "ოცნებას" ფული ისევ შესწირა

მმართველი პარტია

ანტიკორუფციული ბიუროს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, ბიძინა ივანიშვილის „ბანკი ქართუს“ დირექტორმა, ნატო ხაინდრავამ პარტია „ქართულ ოცნებას“ 40 000 ლარი შესწირა.

ბიძინა ივანიშვილის ბანკის დირექტორი, მფლობელის მიერ დაარსებულ პარტიას 2012 წლის შემდეგ ყოველწლიურად წირავს თანხას. ერთადერთი გამონაკლისი, 2015 წელი იყო.

ცნობისთვის, მხოლოდ აგვისტოში "ქართულ ოცნებას" 1,7 მილიონ ლარზე მეტი აქვს მიღებული შემოწირულების სახით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები