აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის განცხადებით, რუსეთის მიზანი აფხაზეთის სრული ანექსიაა. ჯემალ გამახარია ამბობს, რომ ქართულ-აფხაზური დიალოგი უახლოეს მომავალში უნდა დაიწყოს.
"ველი, რომ თუ აფხაზებს გადარჩენა სურთ, ქართულ-აფხაზური დიალოგი, ჩვენი სამომავლო ურთიერთობების შესახებ, უახლოეს მომავალში უნდა დაიწყოს", - განაცხადა ჯემალ გამახარიამ "კვირას" პრესკლუბში.
გამახარიას თქმით, აფხაზეთში სიტუაცია კარდინალურად შეიცვალა.
"აფხაზები იმ ნაბიჯთან არიან, როდესაც იტყვიან, რომ დიალოგის დაწყება საჭიროა. ამ შემთხვევაში, აფხაზების მხრიდან, პირველ ეტაპზე არა შემოერთებაზე საუბარი, არამედ ჰუმანიტარულ, ეკონომიკურ, კულტურულ და სხვა ურთიერთობებზე იქნება", - აღნიშნა მან.