თბილისში ქართული ინდუსტრიული ჰოლდინგის „აიგრუპის“ და საერთაშორისო კორპორაცია „ჩანგანის“ წარმომადგენლებს შორის სამუშაო შეხვედრა კონკრეტული შედეგებით დასრულდა.
როგორც bm.ge-ის კომპანიიდან აცნობეს, ქართულ მხარეს ჩინელმა მწარმოებლებმა საწარმოს შენობების განლაგების, აღჭურვისა და ტექნოლოგიური სქემის ტექნიკური დოკუმენტები გადმოსცეს, რაც ხელს შეუწყობს და დააჩქარებს ქუთაისის ელექტრომობილების საწარმოს სამშენებლო პროცედურებს.

პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს საწარმო კომპლექსის მშენებლობის პროექტირება. სამშენებლო და საპროექტო საქმიანობის წარმართვისთვის „აიგრუპი“ არჩევს კომპეტენტურ სამშენებლო კომპანიას.
ტენდერის შედეგად შემოსული წინადადებები განხილვის ეტაპზეა. პროექტის მიხედვით, წინა სამშენებლო სამუშაოების დასრულება და მშენებლობის დაწყება სექტემბრის დასაწყისში იგეგმება.
ასევე, მიმდინარეობს მოლაპარაკება თანამედროვე, მაღალტექნოლოგიური საწარმო ხაზების შეძენაზე, რომლის შემოტანაც სხვადასხვა ქვეყნიდან მოხდება და ქუთაისის საწარმოში წლის ბოლომდე დამონტაჟდება.
„ჩინელ პარტნიორებთან ნაყოფიერი შეხვედრა გვქონდა. ტექნიკური დავალება, რომელიც მათგან მივიღეთ, პროექტირების პერიოდში სწორ დაგეგმვაში დაგვეხმარება. მუშაობა მიმდინარეობს მომწოდებლებთან, რათა ავაწყოთ სანდო და გამოცდილი მომწოდებელთა ჯაჭვი, რომელიც პროცესის უწყვეტობის გარანტი იქნება. არანაკლებ მნიშვნელოვანი ეტაპი დაგვეწყება შემოდგომაზე, რომლიც დაპირებული 300 ვაკანსიის გამოცხადებას, თანამშრომლების აყვანას და შემდეგ მათ სწორ მომზადებას გულისხმობს“, - აცხადებს „აიგრუპის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე კახა გულედანი.
ერთ კვირაში ქართული მხარე ჩინეთში გაემგზავრება რიგით მეორე სამუშაო შეხვედრაზე, რომლის ფარგლებში ქართველი სპეციალისტები საერთაშორისო კორპორაცია „ჩანგანის“ საწარმოს დაათვალიერებენ და ადგილზე გაეცნობიან სამუშაო პროცესს.
პროექტის თანახმად, ინდუსტრიული ჯგუფი „აიგრუპი“ ქუთაისშიინდუსტრიულიკომპლექსისმშენებლობასიწყებს, რომელიც 100 ჰაფართობის ტერიტორიაზე განთავსდება. პირველიპროექტიელექტრომობილებისსაწარმოა, სადაც საწყის ეტაპზე დაახლოებით, 300 ადგილობრივი მცხოვრები დასაქმდება და მისიამოქმედებიდან 18 თვისვადაში ბაზარზე 5000 ელექტრომობილიგამოვა. პროექტისპირველ ეტაპზე ქარხანაში „ჩანგანის“ ერთი მოდელი აეწყობა. რაც შეეხება მომავლის გეგმებს, საქართველოში დამზადებული ელექტრომობილები წარწერით - Made in Georgia ევროპის ქვეყნების ბაზრებზე საქართველოს მთავარი საექსპორტო პროდუქტი გახდება.
ახალი საწარმოს ტერიტორიაზე განთავსდება არა მხოლოდ ავტომობილების, არამედ ეკო პროდუქციის - მზის პანელების და სხვა მაღალტექნოლოგიური პროდუქტების საწარმოები, სადაც საბოლოოდ, 3000 ადამიანი დასაქმდება. ეს იქნება ინდუსტრიული კომპლექსი, რომელიც რეგიონში ყველაზე მნიშვნელოვან ჰაბად გადაიქცევა.

























