მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის პრეზიდენტის მაიკლ ქაუგილის განცხადება

GAU

ქართულ - ამერიკული უნივერსიტეტის პრეზიდენტი მაიკლ ქაუგილი განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია სტუდენტების და პროფესორ-მასწავლებლებს მხარს უჭერს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სტუდენტებს, რომლებიც მშვიდობიან აქციებში მონაწილეობენ ლექციების აღდგენის შესაძლებლობა ექნებათ.

"ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი პატივს სცემს და მხარს უჭერს ყველა სტუდენტის, პროფესორ - მასწავლებლისა და თანამშრომლის სიტყვის თავისუფლების, კანონიერი და მშვიდობიანი პროტესტის გამოხატვის ფუნდამენტურ უფლებას.

საყოველთაოდ აღიარებული ფასეულობებიდან გამომდინარე გვჯერა, რომ ნებისმიერი სახის ბულინგი და ძალადობა, ან რაიმე ფორმის ზეწოლა პირადი პოზიციის გამო ყველა მხრიდან დაუშვებელია. კატეგორიულად მიუღებლად მიგვაჩნია პოლიტიკური ან რაიმე სხვა ნიშნით დისკრიმინაცია. ჩვენი არსებობის 20-წლიანი ისტორია სწორედ ამას ცხადყოფს.

გვესმის მიმდინარე პროცესების მნიშვნელობა, შესაბამისად სტუდენტებს, რომლებიც მშვიდობიანი პროტესტის ფორმით არიან ჩართულნი ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებში, ლექციების აღდგენის შესაძლებლობა ექნებათ. მათთვის კი, ვინც სწავლას აგრძელებს, უნივერსიტეტი უზრუნველყოფს უწყვეტი აკადემიური პროცესის წარმართვას, რათა ყველას კონსტიტუციური უფლება იყოს დაცული.

ჩვენ მყარად ვდგავართ საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე და ჩვენი საქმიანობით ყველაფერს გავაკეთებთ ქვეყნის დასავლური მომავლისთვის“, - ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის: ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი ერთ-ერთია იმ უნივერსიტეტებს, შორის, რომლებისთვისაც აკადემიური პერსონალის წარმომადგენლების მხრიდან მოვალეობის შეუსრულებლობა მიუღებელი აღმოჩნდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები