შუა დერეფანში ტვირთების კოორდინაციისთვის ქართულ-აზერბაიჯანულ-ყაზახური კომპანია შეიქმნა. შეთანხმება 3 ქვეყნის რკინიგზებს შორის შედგა, რომელიც ჩინეთიდან დერეფანში მომავალი ტვირთების გადაზიდვას დააკოორდინირებს. ქართული მხარე ერთობლივი კომპანიის შესახებ ბევრს არაფერს საუბრობს. ვიცით, ყაზახეთის ტრანსპორტის მინისტრის ორი კვირის წინ ასტანაში გამართულ ფორუმზე გაკეთებული განცხადება, რომ დერეფანში გამტარუნარიანობა შესაძლოა, 5-ჯერ გაიზარდოს, არსებული შეთანხმებით კი ერთობლივი კომპანიის მიერ განსაზღვრული ტარიფი 5 წლის განმავლობაში არ შეიცვლება. უწევს თუ არა საქართველოს ამ მიმართულებით ბიუჯეტში გარკვეული თანხების გათვალისწინება?