ჰუალინგის კუთვნილ ქუთაისის ინდუსტრიულ ზონაში მინა-პლასტმასის არმატურის მწარმოებელი ქარხანა აშენდა, რომელმაც პროდუქციის საცდელი პარტია უკვე გამოუშვა, - ამის შესახებ Bm.ge-ს ჰუალინგის თავისუფალკი ეკონომიკური ზონის აღმასრულებელმა დირექტორმა სოსო ნიბლაძემ განუცხადა. მისი განმარტებით, ამჟამად საწარმო ხარისხის დამადასტურებელ პროცედურებს გადის, ISO სერთიფიკატის მისაღებად, რის შემდეგაც სრულმასშტაბიან ოპერირებას დაიწყებს.
საწარმო აზერბაიჯანულ-ქართული ინვესტიციით გაკეთდა, მასში 1 მილიონი დოლარი ჩაიდო. კომპანიის მიერ დამზადებული პროდუქცა ევროპაში გაიყიდება.