ეროვნულის ბანკის მონაცემებით, მიმდინარე წლის მაისის ბოლოსათვის საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 52.98 მლრდ ლარი შეადგინა. ეს მაჩვენებელი 635.30 მლნ ლარით, ანუ 1.21%-ით მეტია აპრილის არსებულზე (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 0.93%-ით ნაკლები).
ამასთან, მაისში, წინა თვესთან შედარებით, ვადიანი დეპოზიტები გაიზარდა 92.34 მლნ ლარით, ანუ 0.40%-ით (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 1.45%-ით შემცირდა), ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტები 542.96 მლნ ლარით, ანუ 1.85%-ით გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე შემცირდა 0.53%-ით).
აპრილის ბოლო მდგომარეობასთან შედარებით, დეპოზიტების ლარიზაცია შემცირდა 1.54 პროცენტული პუნქტით (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით შემცირდა 0.45 პროცენტული პუნქტით) და მაისის ბოლოსათვის დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა 50.21% შეადგინა.
მაისში ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საბაზრო საპროცენტო განაკვეთმა 7.39% შეადგინა, მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 9.03%, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 1.78%.
უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილი 77.91%, ხოლო ევროს წილი 20.42% იყო.