ქართული ბანკებში რუბლის და იუანის დეპოზიტები შემცირდა - ამის შესახებ ეროვნულ ბანკში ბანკების მიერ წარდგენილი ნოემბრის სტატისტიკური ინფორმაციიდან ირკვევა.
არსებული მდგომარეობით საბანკო დეპოზიტები 65.7 მილიარდ ლარს აღწევს, საიდანაც 34.2 მილიარდი ლარი ანუ 52% ეროვნულ ვალუტაში არის ნომინირებული, მეორე ადგილზეა აშშ დოლარის დეპოზიტები 24.8 მილიარდი ლარით (წილი 37.7%), მესამეზე კი ევრო 6.2 მილიარდი ლარით (9.5%-ის წილი). გირვანქა სტერლინგში კი დეპოზიტების 0.6%, ანუ 314 მილიონი ლარი არის განთავსებული.
სტატისტიკის თანახმად, მკვეთრად არის შემცირებული რუბლის დანაზოგები, თუკი 2024 წლის ნოემბერში 104 მილიონი ლარის რუბლის დეპოზიტები იყო განთავსებული, ამჟამად ის 39.6 მილიონს შეადგენს, რაც 62%-იანი კლებაა.
რაც შეეხება ჩინურ იუანს, მასში ამჟამად 16 მილიონი ლარის ღირებულების დეპოზიტები არის განთავსებული, მაშინ როდესაც ერთი წლის წინ იუანის დანაზოგები 25 მილიონ ლარს შეადგენდა.
ქართულ ბანკებში განთავსებული დეპოზიტები ვალუტების მიხედვით ასე ნაწილდება:
| # | 2025 ნოემბრის მდგომარეობით | მოცულობა ლარებში |
| 1 | ეროვნული ვალუტა | 34,222,877,813 ლარი; |
| 2 | აშშ დოლარი | 24,770,133,721 ლარი; |
| 3 | ევრო | 6,248,603,120 ლარი; |
| 4 | დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგი | 314,655,402 ლარი; |
| 5 | შვეიცარიული ფრანკი | 62,732,020 ლარი; |
| 6 | რუსული რუბლი | 39,596,926 ლარი; |
| 7 | ჩინური იუანი | 16,036,054 ლარი; |
| 8 | არაბეთის გაერთიანებული საამიროების დირჰამი | 9,624,615 ლარი; |
| 9 | თურქული ლირა | 5,861,525 ლარი; |
| 10 | ყაზახური ტენგე | 4,326,713 ლარი; |
| 11 | ჰონკონგური დოლარი | 2,384,180 ლარი; |
| 12 | კანადური დოლარი | 2,204,267 ლარი; |
| 13 | სინგაპურული დოლარი | 1,294,246 ლარი. |




























