მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ქართულ ბაზარს დააკლდება ხარისხიანი და იაფი პროდუქცია"

5b55db98e57ec
სალომე მეცხვარიშვილი
23.07.18 18:20
2670
ანტიდემპინგური კანონის ამოქმედების შემდეგ ქართულ ბაზარს დააკლდება ხარისხიანი და იაფი საქონელი,- ამის შესახებ bm.ge-ს საპარლამენტო უმცირესობის წევრმა რომან გოცირიძემ განუცხადა.

მისი თქმით, ანტიდემპინგური კანონმდებლობის შესახებ საუბრები აქტიურდება ხოლმე როგორც კი ლობისტები გამოჩნდებიან.

„მათ უნდათ, საკუთარი უხარისხო პროდუქცია გაასაღონ. უნდათ, რომ მოსახლეობას გაუძვირონ პროდუქცია საკუთარი მოგების ხარჯზე. შემდეგ ამას პატრიოტულად ფუთავენ და ეძახიან ადგილობრივი წარმოების წახალისებას.

ერთ დროს იყო საუბარი, რომ თურმე წალეკა საქართველო თურქულმა კვერცხმა და მაშინ მართლაც 100% თურქული კვერცხი შემოდიოდა საქართველოში, დღეს 100% თითქმის ქართული კვერცხი იწარმოება, მიუხედავად იმისა, რომ კვლავ ღიაა ჩვენი ბაზარი, რადგან კონკურენტუნარიანმა წარმოების შექმნამ განდევნა იმპორტული საქონელი.

ის, რაც ახლა ხდება არის საშიში, რადგან ცემენტის ბიზნესი, კასპის ცემენტის ქარხანა, ეკუთვნის ბიძინა ივანიშვილს. თუკი ამ წლების განმავლობაში საზოგადოების, ექსპერტებისა და პოლიტიკოსების ზეწოლით ვერ მოხერხდა მავნე, კორუცფიული კანონის მიღება, დღეს არსებობს რისკი, ვინაიდან სხვა ტიპის ადამიანები გამოდიან არენაზე. ეს ნიშნავს, რომ ქართულ ბაზარს დააკლდება ხარისხიანი და იაფი საქონელი, როემლიც ირანში იწარმოება. აქაური წარმოება ეტყობა ძვირია, სხვადასხვა დანახარჯები დიდია“,- აცხადებს გოცირიძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები