მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქართულ ბაზარზე ახალი ღვინის კომპანია „ანათა“ გამოჩნდა

616bbf6a64de1
მარიამ იზორია
17.10.21 19:00
2001
„ანათა“ ახალი ქართული უმაღლესი ხარისხის ღვინის ბრენდია, რომელიც 12 სახეობის კახურს, რაჭულსა და იმერულ ღვინოს აერთიანებს. საშუალოზე მაღალ სეგმენტზე გათვლილი პროდუქტი ქუთაისში, ჰორეკა სექტორში რეალიზდება, მალე კი თბილისში ალკოჰოლური სასმელების მაღაზიებში გაიყიდება.

კომპანია „ანათას“ დირექტორი, ლუკა კობერიძე Bm.ge-სთან ინტერვიუში აღნიშნავს, რომ პრემიუმ ხარისხის ღვინო ჯერჯერობით მცირე მოცულობით არის წარმოდგენილი, რაც დროდადრო მოთხოვნის შესაბამისად გაიზრდება. რაც შეეხება სამომავლო გეგმებს კობერიძის თქმით, „ანათა“ საწყისს ეტაპზე ქართული ბაზრის, შემდგომ კი უცხოური ბაზრების ათვისებას აპირებს.

„„ანათა“ „კახური ღვინის მარანის“ შვილობილი კომპანიაა, ის სახეობები, რომლებიც ყველაზე მეტად მოგვწონდა შევცვალეთ და შევქმენით ახალი მცირე მარნის ღვინო „ანათა“, რომელსაც ჩენივე ტექნოლოგიებით ვაწარმოებთ, შედეგად კი მაღალი ხარისხის პროდუქტს ვიღებთ, ღვინოთი დაწყებული, საცობით, ბოთლითა და ეტიკეტით დამთავრებული ყველაფერი უმაღლესი ხარისხისაა, შესაბამისად, ფასიც საშუალოზე მაღალი სეგმენტის გვაქვს. გვსურს საწყისად საქართველოს ბაზარი მთლიანად ავითვისოთ, შემდგომ კი, როდესაც „ანათა“ ტიტულებსა და ჯილდოებს მოიპოვებს, ექსპორტზეც აუცილებლად გავიტანთ“, - ამბობს „ანათას“ დირექტორი.

ცნობისთვის, „კახური ღვინის მარანი“ წელიწადში დაახლოებით მილიონამდე ბოთლ ღვინოს აწარმოებს და სრული რაოდენობა ექსპორტზე გააქვს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები