მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ქართულ ბაზარზე ელექტროძრავების მწარმოებელი თურქული კომპანია "გამაკი" შემოვიდა

591d7b2357e08
BM.GE
18.05.17 14:43
4587
ქართულ ბაზარზე ელექტროძრავების მწარმოებელი თურქული კომპანია "გამაკი" გამოჩნდა, რომელიც მსოფლიოს მრავალ ქვეყანასთან თანამშრომლობს.
საქართველოში "გამაკის" ექსკლუზიური წარმომადგენელი კომპანია "საბა" გახდა.

კომპანიებმა წელს პირველად მიიღეს მონაწილეობა მშენებლობისა და დიზაინის გამოფენაზე, რომელიც "ექსპო ჯორჯიაში" 16-დან 19 მაისის ჩათვლით მიმდინარეობს.

"საწარმოები ელექტროძრავების გარეშე წარმოუდგენელია, ამიტომ მსგავს გამოფენებში მონაწილეობა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. დღევანდელმა დღემ საშუალება მოგვცა, ჩვენი პროდუქტი სამშენებლო სექტორისთვის გაგვეცნო", - აცხადებს "საბას" დამფუძნებელი მერაბ ქუქალია.

გამოფენა დადებითად შეაფასა კომპანია "გამაკის" წარმომადგენელმა გოქჰან დააჯიმ და აღნიშნა, რომ მსგავს ღონისძიებებში მონაწილეობას შემდგომშიც აუცილებლად მიიღებენ.

"კომპანია "გამაკი" თურქეთში ერთ-ერთი ლიდერია, შესაბამისად, საქართველოშიც გვინდა, რომ პირველები ვიყოთ. მსოფლიოს მასშტაბით ვთანამშრომლობთ ისეთ ქვეყნებთან, როგორიცაა ერაყი, ირანი, უკრაინა, დიდი ბრიტანეთი, ლიბია, იტალია. მოლაპარაკებები მიმდინარეობს რუსეთთან, გერმანიასთან და სამხრეთ აფრიკის ქვეყნებთან. ჩვენ ვაწარმოებთ ელექტროძრავებს და გარდა სტანდარტულისა, პროდუქციას სპეც-შეკვეთითაც ვქმნით. ძრავების სიმძლავრე ამ ეტაპზე 1000kw-ია, მომალი წლიდან კი 3000kw-მდე გაიზრდება", - აღნიშნა გოქჰან დააჯიმ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები