ქართულ ბაზარზე ოპერირება ინოვაციურმა სტარტაპმა, Eye Gallery-მ დაიწყო. სტარტაპზე, რომელიც ხელმისაწვდომია 18 დეკემბრიდან, „ქალების ნარატივში“ Eye Gallery-ს დამფუძნებელმა, მარიამ გომურაშვილმა ისაუბრა.
„Eye Gallery არის ხელოვნებისა და ტექნოლოგიების ნაზავი, რომელიც მომხმარებლებს სთავაზობს მართლაც უნიკალურ გამოცდილებას, დაამზადონ საკუთარი თვალების უნიკალური ნიმუშები", - აღნიშნა მარიამ გომურაშვილმა.
თვალების გამოსახულების დატანა პოსტერებზე და 3D მინაზე ხდება. პოსტერების დამზადებას 30 წუთი სჭირდება, რაც შეეხება მინაზე გადატანას, ამ შემთხვევაში ნამუშევარი მომხმარებელს 2-3 სამუშაო დღეში მიეწოდება.
„ჩვენი პროდუქტი ყველა სეგმენტის მომხმარებელზეა გათვლილი, თუმცა მომხმარებლის ძირითადი ნაწილი 18-დან 24 წლამდე ახალგაზრდები არიან. გამოსახულების პოსტერზე გადატანის ფასები 35 ლარიდან 350 ლარამდე მერყეობს, რაც შეეხება მინაზე ბეჭდვის შემთხვევას, ფასები 150 ლარიდან იწყება.“ - განაცხადა მარიამ გომურაშვილმა.
მისივე თქმით, მომხმარებლის დიდი ინტერესიდან გამომდინარე, Eye Gallery-ს სტენდის გახსნა ზაფხულისთვის ბათუმშიც იგეგმება.
Eye Gallery-ს ამ ეტაპისთვის 2 ადამიანს ასაქმებს.