მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ქართულ ბაზარზე ისრაელური წამყვანი არქიტექტურული კომპანია შემოვიდა

5843be3ae464a
BM.GE
04.12.16 11:00
1848
ისრაელის წამყვანმა არქიტექტურულმა კომპანიამ MYS Architects-მა საქართველოში წარმომადგენლობა გახსნა. იგი ქართულ ბაზარზე იმუშავებს, როგორც საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატის წევრი კომპანია.

ისრაელის ბიზნეს პალატის ცნობით, , MYS Architects სახელს უკავშირდება ისრაელში არაერთი შთამბეჭდავი პროექტი, რომლებიც ხარისხისა და ნოვატორობის სინონიმები გახდა. კომპანიაში აღნიშნავენ, რომ MYS Architects-მა უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა თანამედროვე თელ ავივის არქიტექტური სახის შექმნაში. კომპანიას შექმნილი აქვს პროექტები ისეთი სფეროებისთვის, როგორიცაა სავაჭრო, საცხოვრებელი, ჯანდაცვის, სასტუმრო და საზოგადოებრივი სექტორები. 

MYS Architects -ს უკვე აქვს საქართველოში მუშაობის გამოცდილება. მისი პროექტის მიხედვით აშენდა თბილისში სავაჭრო და გასართობი ცენტრი „ისთ პოინტი“.


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები