ქართულ ბაზარზე „შაქარი მარგებელი“ გამოჩნდა.
როგორც BMG-ის „შაქარი მარგებელის“ მწარმოებელი კომპანია ,,ჯანი პლუსის“ კომერციულმა დირექტორმა ია ბახტურიძემ განუცხადა, სუფრის შაქართან შედარებით „შაქარი მარგებელი“ 6-ჯერ ტკბილია, რაც იმას ნიშნავს, რომ მომხმარებელი 6-ჯერ ნაკლებ კალორიას მიიღებს.
„შაქარი მარგებელი“ შედგება სიმინდის სახამებლის ფერმენტაციით მიღებული ბუნებრივი შაქრის, ტრეჰალოზასა და სუკრალოზასგან. ეს იაპონური ტექნოლოგიით მიღებული უვნებელი პროდუქტია“, - ამბობს ია ბახტურიძე.
მისივე ინფორმაციით, „შაქარი მარგებელი“ უკვე იყიდება მარკეტებში, მათ შორის „გუდვილის“ ქსელში და კილოგრამის ფასი 20 ლარამდეა. ასევე, მისი მოხმარება ეტაპობრივად დაინერგება ისეთ სფეროებში, როგორიცაა: ჯემების, მურაბების, წვენების, ლიმონათების, საკონდიტრო პროდუქტის წარმოება.
სუფრის შაქართან შედარებით „შაქარი მარგებელის“ უპირატესობებზე საუბრობს გამოყენებითი მეცნიერებების განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ნუგზარ ჯოგლიძე.
„შაქარი მარგებელი“ თეთრი ფერის სუფრის შაქრის იდენტური ფხვნილია ძლიერი ტკბილი გემოთი და მისი შემადგენელი თითოეული კომპონენტი მეცნიერულად გამოკვლეულია“, - ამბობს პროფესორი.
მისივე განმარტებით, „შაქარი მარგებელის“ უსაფრთხოება და ეფექტიანობა შეისწავლეს თსსუ-ის ფარმაკოლოგიური და სამკურნალო საშუალებების კვლევის ჯგუფმა და თსუ-ის მორფოლოგიის ინსტიტუტმა, რაც საბოლოოდ საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადასტურდა.
„ჭარბი წონა და მისი გართულებები (მათ შორის მეტაბოლური სინდრომი და შაქრიანი დიაბეტი ტიპი-2) დღეს მსოფლიო პრობლემაა, რომელიც არასწორ კვებას და ცხოვრების არაჯანსაღ წესს უკავშირდება. ჭარბი წონის ერთ-ერთი განმსაზღვრელი ფაქტორი მაღალკალორიული კვება და შაქრის გადამეტებული მიღებაა. ასეთ საკვებზე უარის თქმა საკმაოდ რთულია, რადგანაც ტკბილეულის მიმართ ორგანიზმს უვითარდება დამოკიდებულება და მისი შეზღუდვაც კი სტრესულ მოთხოვნილებას ქმნის მთელ ორგანიზმში - გემოვნების რეცეპტორებიდან დაწყებული, ცენტრალური ნერვული სისტემით დამთავრებული. ამის გამო, რამდენიმე ათეული წელია, მიმდინარეობს შაქრის ისეთი შემცვლელების, ე.წ. დამატკბობლების ძიება, რომლებიც სრულად დააკმაყოფილებს გემოვნებით მოთხოვნილებებს და ამავდროულად, შეამცირებს მიღებული საკვების კალორაჟს. შაქრის შემცვლელების ჩამონათვალი საკმაოდ ვრცელია, მაგრამ მათგან უმრავლესობა ვერ აკმაყოფილებს ჯანმრთელობისათვის საჭირო მოთხოვნებს ან მომხმარებელთა უმეტესობისთვის ძვირია“, - ამბობს ნუგზარ ჯოგლიძე.
BMG-სთან ინტერვიუში მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა ნუგზარ ჯოგლიძე „შაქარი მარგებელის“ სასარგებლო თვისებები დეტალურად ჩამოთვალა:
- აუმჯობესებს ორგანიზმში ცხიმოვან და ნახშირწყლოვან ნივთიერებათა ცვლას და ამით ხელს უშლის წონაში მატებას;
- არეგულირებს სისხლში ქოლესტერინის დონეს;
- აქვს კარგად გამოხატული ანტიოქსიდანტური თვისებები;
- ხელს უწყობს ორგანიზმში ცილოვანი სტრუქტურების სტაბილიზაციას, კოლაგენისა და ელასტინის სინთეზს, რითაც ფერხდება კანის დაბერების პროცესი;
- იგი მოიაზრება როგორც არტერიული ჰიპერტენზიის და ათეროსკლეროზული კარდიოსკლეროზის პროფილაქტიკური საშუალება;
- იგი აღადგენს ფიზიკურ და გონებრივ ენერგიას;
- ტრეჰალოზა შეიწოვება მსხვილი ნაწლავიდან იმდენად ნელა, რომ სისხლში პრაქტიკულად არ ცვლის გლუკოზის დონეს, რაც არ იწვევს ინსულინის დამატებით გამოყოფას და პანკრეასის დატვირთვას;
- „შაქარი მარგებელის“ მიღება არ წარმოადგენს რისკს შაქრიანი დიაბეტი ტიპი-2-ით დაავადებული ადამიანებისათვის;
- ჩატარებული კვლევებით „შაქარი მარგებელის“ 100 ჯერ გაზრდილი დოზაც კი უვნებელია;
- სუკრალოზა ხელს უწყობს კბილების მინერალიზაციას და იცავს კბილებს კარიესისაგან.




























