მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ქართულ ბიზნეს სექტორს ყველაზე მეტად განათლება და ფინანსური რესურსები აკლია" - შვედეთის საელჩოს წარმომადგენელი

თინათინ გენებაშვილი

"ქართულ ბიზნეს სექტორს, ისევე როგორც მსოფლიოს მასშტაბით ყველა ბიზნესს, ყველაზე მეტად განათლება და ფინანსური რესურსები აკლია", - ამის შესახებ შვედეთის საელჩოს პროგრამების ხელმძღვანელმა, თინათინ გენებაშვილმა BMG-სთან საუბრისას განაცხადა. 

აღსანიშნავია, რომ შვედეთის მთავრობა "გაეროს გლობალური შეთანხმების ქართულ ქსელს" 2018 წლიდან უჭერს მხარს, შესაბამისად, ცხრა ოქტომბერს, საქართველოში გამართული Uniting Business Europe-ის კონფერენციის ერთ-ერთი ორგანიზატორი შვედეთის მთავრობაც იყო.

საელჩოს პროგრამების ხელმძღვანელი გვიყვება, რომ ქართული ბიზნესის სურვილი, დააკმაყოფილოს საერთაშორისო სტანდარტები მდგრადი განვითარების კუთხით, სულ უფრო მზარდია, რასაც ის ფაქტიც მოწმობს, რომ ქართულ ქსელში ჩართული ბიზნესების რიცხვი ყოველწლიურად იმატებს.

"როდესაც ჩვენ პარტნიორობა დავიწყეთ ქართული ქსელი 20-მდე კომპანიას აერთიანებდა, ახლა კი 170-ზე მეტი წევრია გაერთიანებული, ეს არის იმის დასტური, რომ კომპანიების ცნობადობა, მზაობა და სურვილი, რომ რაც შეიძლება მეტი გააკეთონ მდგრადობის განვითარების კუთხით არის ძალიან დიდი.

ამჟამად მსოფლიოს მასშტაბით 2030 წლისთვის მისაღწევი მიზნებიდან 15%-ია შესასრულებელი. ცხადია, რომ მდგრად მოდელეზე გადასვლა ფინანსურ ხარჯებთანაცაა დაკავშირებული, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ 2030 წლის დღის წესრიგს მხარს ვუჭერთ და ევროკავშირში გაწევრიანებაც ჩვენი ქვეყნის მიზანია, როგორც ბიზნესს, ისე მთავრობას და დონორებს სხვა არჩევანი არ გააჩნიათ, რათა განვითარების ამ დონეს დავეწიოთ", - აცხადებს თინათინ გენებაშვილი. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები