მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ქართულ ბიზნესს საბჭოთა აზროვნება აქვს შერჩენილი, თვლიან რომ სახელმწიფომ უნდა მისცეთ ფული"

5bfd2cbb5a241
სალომე მეცხვარიშვილი
27.11.18 16:05
2331
საერთაშორისო კონსულტანტი კრისტიან გესელი მიიჩნევს, რომ საქართველოში მოქმედი მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა მენტალიტეტია. ამის შესახებ გესელმა პროექტ „სამოქალაქო საზოგადოება - მცირე და საშუალო ბიზნესის და ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის მხარდასაჭერად“ კონფერენციის შემდეგ განაცხადა. ღონსიძიებაზე სწორედ საქართველოში მოქმედ მცირე და საშუალო ბიზნესში არსებულ პრობლემებზე მსჯელობდნენ.

„ჩემი აზრით, მთავარი გამოწვევა საქართველოში მომუშავე მცირე და საშუალო ბიზნესისთვის არის მენტალიტეტი. მათ ჯერ კიდევ აქვთ შერჩენილი საბჭოთა აზროვნება, რომ სახელმწიფომ უნდა მისცეს ფული, სამუშაო ადგილი, სახელმწიფო უნდა დაეხმაროს. ისინი ფიქრობენ, რომ მათ არ უნდა იმუშაონ. ასევე იზოლაცია არის სერიოზული პრობლემა. ადამიანებს სჭირდებათ მეტი კომუნიკაცია იმისთვის, რომ გაარკვიონ, როგორ აკეთონ საკუთარი ბიზნესი და როგორ იშოვონ ფული. ამიტომ ისინი სხვების მაგალითებს უნდა მიჰყვნენ, უნდა გაეცნონ, როგოგორ მიაღწიეს სხვებმა წარმატებას. მათ უნდა იცოდნენ რა რისკების წინაშე შეიძლება დადგნენ და ა.შ.“,- აცხადებს საერთაშორისო კონსულტანტი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები