"საპარტნიორო ფონდსა“ და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ერთერთ უმსხვილეს და შანხაიში სიდიდით პირველ კომპანია CEFC-ის შორის ერთობლივი ფონდის შექმნის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა. ხელშეკრულების ხელმოწერის ოფიციალური ცერემონია პეკინში 14-15 მაისს გამართულ „ერთი სარტყელი, ერთი გზა საერთაშორისო თანამშრომლობისათვის“ ფორუმის მსვლელობის პროცესში შედგა.
დოკუმენტით, ქართულ-ჩინური „საქართველოს აღმშენებლობის ნაციონალური ფონდი“ შეიქმნა. „საქართველოს აღმშენებლობის ნაციონალური ფონდი“ ბიზნეს პროექტების განსახორციელებლად ქვეყანაში ახალ საინვესტიციო პლატფორმას და მყარ ფინანსურ ინსტრუმენტს გააჩენს. ინფრასტრუქტურა, ენერგეტიკა, სოფლის მეურნეობა, მრეწველობა, ინდუსტრია, ტურიზმი და სხვა. ეს არის ის სფეროები, რაშიც ახლად შექმნილი ფონდი ფულს დააბანდებს. ფონდის საწესდებო კაპიტალი 50 მლნ დოლარია.

























