მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქართულ ფურუსულას გერმანიაში მედიკამანტების დასამზადებლად იყენებენ

5b12616dd4fb7
ელენე გოგბერაშვილი
02.06.18 17:00
2183

 

მცხეთა-მთიანეთის რეგიონში ქალთა კოოპერატივების მიერ შეგროვებული სამკურნალო ბალახი-ფურუსულა ექსპორტზე გერმანიაში გადის. ტყის არამერქნული პროდუქტების რეალიზაციაში კოოპერატივებს საშუამავლო კომპანია ,,კახეთი ბიო’’ეხმარება.

როგორც კოოპერატივ ,,შარახევის’’ ხელმძღვანელი, ლია ბაზაშვილი BM.GE-თან აცხადებს, მათ მიერ მიწოდებულ ფურუსულას ნედლეულს გერმანული კომპანია ,,როუზოფისი’’ მედიკამენტების დასამზადებლად იყენებს.

გასულ წელს მხოლოდ ,,შარახევის’’ კოოპერატივმა ექსპორტზე 80 კილოგრამი გამომშრალი ფურუსულა გაიტანა, წელს კი 250 კილოგრამი ფურუსულას გატანას გეგმავენ. ერთი კილოგრამი მზა ნედლეული გერმანიაში 12 ევროდ იყიდება.

,,შარახევი’’ სამკურნალო ბალახს ადგილობრივებისგან იღებს და ჯამში არამერქნული პროდუქტების შეგროვებით კოოპერატივს 200 ადამიანი ჰყავს დასაქმებული. როგორც ლია ბაზაშვილი აცხადებს, ფშაველი მოსახლეობისგან ერთ კილოგრამ გაუმშალ ნედლეულს 4 ლარად ყიდულობენ. ამბობს, რომ გერმანული მხარის მოთხოვნას ვერ აკმაყოფილებენ.  მათი ექსპერტის შეფასებით, ქართული ფურუსულა გერმანული მხარისთვის საუკეთესო ნედლეულია, შესაბამისად დიდი მოცულობების არსებობის შემთხვევაში პარტნიორი მზადაა საქართველოდან გაცილებით მეტი ნედლეულის ექსპორტი განახორციელოს.



გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები