მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ქართულ ღვინოს ჯერ-ჯერობით რეალიზების სტაბილური ბაზარი არ ჩამოუყალიბდა"

578601751007b
BM.GE
13.07.16 12:51
1651
"ქართულ ღვინოს ჯერ-ჯერობით რეალიზების სტაბილური ბაზარი არ ჩამოუყალიბდა“, - ამის შესახებ კომპანია თელავის ღვინის მარნის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ზურაბ რამაზაშვილმა „ბიზნესკონტაქტთან“ საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, ქართული ღვინის საქსპორტო ფასის თითქმის 25%-ით შემცირება, ძირითად ბაზრებზე, - რუსეთსა და უკრაინაში შემცირებულმა მსყიდველუნარიანობამ გამოიწვია.
 
რამაზშვილის განცხადებით, ის ფაქტი, რომ უკვე წლებია დარგს სახელმწიფო სუბსიდირება სჭირდება, არასტაბილური გაყიდვების ბაზრით არის გამოწვეული და უმჯობესი იქნება, თუკი ბაზარი თვითრეგულირებადი გახდება.

"ყველაზე კარგი იქნება, რომ ბაზარი თვითრეგულირებადი იყოს და არ იყოს სუბსიდირების საჭიროება, მაგრამ ამ ეტაპზე ტექნიკურად მისი აუცილებლობა არსებობს. ქართული ღვინის მთავარი ბაზრები არასტაბილურობით არიან გამორჩეული, - საუბარია და რუსეთსა და უკრაინაზე. რეალიზაციის გარანტია შედარებით დაბალია და ამის გამო შესაძლოა, რომ ყურძენი გაუყიდავი დარჩეს, ან გლეხებმა შესაბამისი თანხა ვერ მიიღონ. სახელმწიფოსთვის, ეს ვფიქრობ, რომ სწორი გადაწყვეტილებაა.

რაც შეეხება პერსპექტივას, მომავალში ვფიქრობ, რომ სახელმწიფო ამ საქმეში არ უნდა ერეოდეს“, - განაცხადა რამაზაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები