მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ქართულ კომპანიებს ძირითადად კაპიტალის ანუ "ექვითის" პრობლემა აქვთ"

5ceba92699ef4
ლიკა გურაბანიძე
27.05.19 13:04
1293
„საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორის დავით საგანელიძის განცხადებით, ფონდი დღეს საქმიანობს, როგორც ექვითი კაპიტალის ფონდი.

საგანელიძე იმ პრობლემებზე საუბრობს, რასაც ქართული და უცხოური კომპანიები აწყდებიან. 

„ქართულ კომპანიებს ძირითადად კაპიტალის, ანუ ექვითის პრობლემა აქვთ. მათ მიერ წამოწყებული პროექტის კაპიტალს ისინი ვერ ავსებენ და ბანკებისგან დაფინანსებას ვერ იღებენ, ხოლო ფონდს სთხოვენ მათთან როგორც პარტნიორი ისე შევიდეს. რათა ამით კაპიტალი გააძლიეროს, ბანკებისთვის საინტერესო გახდეს და მიიღოს დამატებითი სასესხო რესურსი.

უცხოურ კომპანიებს კაპიტალი გააჩნიათ, მაგრამ, როდესაც საქართველოში შემოდიან და ახორციელებენ ინვესტიციას მათ პირველი მოთხოვნა არის ის, რომ სახელმწიფო ბიზნესში გარკვეული მექანიზმებით და სტრუქტურებით მათი პარტნიორი იყოს“ - განაცხადა დავით საგანელიძემ.

„საპარტნიორო ფონდის" აღმასრულებელ დირექტორს დავით საგანელიძეს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე უსმენენ.

„საპარტნიორო ფონდის" მენეჯმენტი დეპუტატებს ფონდის საქმიანობისა და საინვესტიციო პროექტების შესახებ ინფორმაციას აწვდის.


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები