მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ქართულ ოცნებას“ სამი წევრი ტოვებს

62bb35e4cb276
თამთა ჯიჯავაძე
28.06.22 21:08
3838
სოზარ სუბარი, დიმიტრი ხუნდაძე და მიხეილ ყაველაშვილი „ოცნებას“ ტოვებენ. ამის შესახებ განცხადება „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ცოტა ხნის წინ გააკეთა.

„მიწევს გაცნობოთ ერთი არაორდინალური გადაწყვეტილების შესახებ. ჩვენი გუნდის ღირსეული წევრები და მეგობრები სოზარ სუბარი, მიხეილ ყაველაშვილი და დიმიტრი ხუნდაძე ტოვებენ ფრაქცია „ქართულ ოცნებას“, პარტიას, საპარალამენტო თანამდებობებს“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მისი თქმით, მათი წასვლის მიზეზი არის ერთადერი შეუთანხმებელი საკითხი.

"ამის მიზეზი გახდა ერთადერთი შეუთანხმებელი საკითხი უმრავლესობის დღევანდელ სხდომაზე, რასთან დაკავშირებითაც წინა თვის განმავლობაშიც მიმდინარეობდა პარტიაში დისკუსია, რომ ინფორმაციის დოზირება, რაც არის პოლიტიკურ თემებთან მიმართებაში ჩვენს ქვეყანაში, ჩვენს გუნდში, არ არის საკმარისი იმისთვის, რომ საზოგადოება საქმის კურსში იყოს და სწორი დასკვნა გააკეთოს", - განაცხადა მან.