მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ქართულ ოცნებას” თავის წინასაარჩევნო შეიარაღებაში მხოლოდ ძალადობა დარჩა - გიგლა მიქაუტაძე

5f71ac5bc6f5d
BM.GE
28.09.20 14:20
642
სამართლიანობის დროშით მოსული პარტია „ქართული ოცნება“ განაგრძობს მისი წინამორბედის მეთოდებით ქვეყნის ძალადობრივ მართვას, - ამის შესახებ “ლელოს” გლდანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა გიგლა მიქაუტაძემ განაცხადა.

ის დღეს გამართულ ბრიფინგზე წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ბოლნისსა და გლდანში განხორციელებული ძალადობრივ ფაქტებს გამოეხმაურა და ხელისუფლებას არჩევნების მშვიდად ჩატარებისკენ მოუწოდა.

“მსგავს ფაქტებზე პასუხისმგებლობა "ქართულ ოცნებას" ეკისრება. არ მაქვს ილუზია, რომ საქმეს გამოიძიებენ და დამნაშავეს დასჯიან, ამიტომ ვერდიქტი ქართველმა ხალხმა უნდა გამოიტანოს. არაერთხელ დადასტურდა, მათ შორის „ლელოს“ წინასაარჩევნო კამპანიის პროცესში, რომ 8 წლის წინ, სამართლიანობის დროშით მოსული პარტია განაგრძობს მისი წინამორბედის მეთოდებით ქვეყნის ძალადობრივ მართვას.

სწორედ ძალადობა და დაშინება დარჩა "ქართულ ოცნებას" თავის წინასაარჩევნო შეიარაღებაში. სხვა მათ ხალხისთვის სათქმელი არაფერი აქვთ და ამის გამო ისინი გაურბიან ყველანაირ სატელევიზიო დებატს.

მინდა, მოვუწოდო ჩემს თანამემამულეებს, გავიაზროთ წლევანდელი არჩევნების მნიშვნელობა. დღეს, როგორც არასდროს, სათავეში გვჭირდება ახალი, სუფთა წარსულის მქონე, პროფესიონალების გუნდი, ვინც გამოიყვანს ქვეყანას ამ მძიმე მდგომარეობიდან. ახლა დიდი ცვლილებების დროა”, - განაცხადა მიქაუტაძემ.
NS

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები