მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ქართულ ოცნებასთან სოციალისტური შეჯიბრი არის დამაზიანებელი"

5bf2956b5e997
BM.GE
19.11.18 14:48
926
"ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ ჭიაბერაშვილი აცხადებს, რომ ,,ქართული ოცნება“ სოციალისტური პოპულიზმის გარეშე უნდა დამარცხდეს. როგორც ჭიაბერაშვილმა bm.ge-სთან საუბრისას განაცხადა, ერთადერთი გასაღები კრედიტების გადახდის, უმუშევრობის შემცირებისა და ფასების დასტაბილურების, არის მაღალი ეკონომიკური ზრდა.

"ყველაფერი რაც ზრდის პოლიტიკურ და ეკონომიკურ რისკებს, აზიანებს მაღალ ეკონომიკურ ზრდას და ამიტომ ქართულ ოცნებასთან სოციალისტური შეჯიბრი არის დამაზიანებელი ჩვენი მომავალი განვითარებისთვის. ამიტომ მთავარი პრობლემა ეხლა არის ბახტაძე, მაგრამ ოპოზიციამაც თავი უნდა შეიკავოს ქართულ ოცნებასთან სოციალისტური შეჯიბრისგან", - განაცხადა ჭიაბერაშვილმა.

მისი თქმით, პრობლემაა ასევე ის, რომ ხელისუფლება გადამხდელებსაც უბიძგებს არ დაფარონ ვალები. "ერთი მხრივ კრედიტების აღებას ზღუდავენ და მეორე მხრივ, პატიოსან გადამხდელსაც უბიძგებენ იქითკენ რომ კრედიტი არ გადაიხადოს. ამით ეკონომიკის ფუნდამენტი ინგრევა", - განაცხადა ჭიაბერაშვილმა.

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღე დღის მთავარი სიახლეები