მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

„ქართულ ოცნებას" მოვუწოდებთ, შეწყვიტოს დემოკრატიაზე თავდასხმა" - ევროპარლამენტარები

ევროკავშირის დროშა

ევროპარლამენტარები საქართველოსთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ.

განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველოს მიმდინარე წლის წლის 4 ოქტომბრის ადგილობრივი არჩევნები „შეზღუდულ გარემოში ჩატარდა: "ვგმობთ ფაქტს, რომ ოფიციალურმა პირებმა აღკვეთეს სანდო საარჩევნო დამკვირვებლების დასწრება - ეუთო/ოდირისთვის დაგვიანებით გაგზავნილი მოწვევით და სამოქალაქო საზოგადოების შეზღუდვებით ხელი შეუშალეს ადგილობრივი ორგანიზაციების მიერ დაკვირვებას”, - ნათქვამია განცხადებაში.

ევროპარლამენტარები ასევე, შეშფოთებას გამოთქვამენ „არჩევნების შემდეგ ქუჩებში ძალადობრივი შეტაკებებით და ყველას სიმშვიდისკენ“ მოუწოდებენ.

ისინი ევროკავშირს და წევრ სახელმწიფოების მოუწოდებენ, შემოიღონ პერსონალური სანქციები “ქართული ოცნების” პოლიტიკური ლიდერებისა და ოფიციალური პირების წინააღმდეგ, ვინც პასუხისმგებლები არიან დემოკრატიულ უკუსვლაზე, ადამიანის უფლებების დარღვევებსა და პოლიტიკური ოპონენტებისა და აქტივისტების დევნაზე, კერძოდ კი ბიძინა ივანიშვილისა და ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ.

„ქართულ ოცნებას მოვუწოდებთ, შეწყვიტოს დემოკრატიაზე თავდასხმა და პატივი სცეს შეკრებისა და გამოხატვის უფლებებს, შეწყვიტოს დემონსტრანტების დაპატიმრება და უკანონოდ დაკავებულები გაათავისუფლოს. ასევე ვგმობთ აგრესიულ კამპანიას ევროკავშირის წინააღმდეგ, მათ შორის პერსონალურ თავდასხმებს ევროკავშირისა და წევრი სახელმწიფოების ელჩებზე, ევროპელ პოლიტიკოსებსა და ცალკე წევრ სახელმწიფოებზე”, - აღნიშნულია განცხადებაში.

ერთობლივი განცხადების ავტორები არიან: დევიდ მაკალისტერი (საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე), მუნირ სატური (ადამიანის უფლებების ქვეკომიტეტის თავმჯდომარე), სერგეი ლაგოდინსკი (Euronest საპარლამენტო ასამბლეაში ევროპარლამენტის დელეგაციის თავმჯდომარე), ნილს უშაკოვსი (სამხრეთ კავკასიასთან ურთიერთობების დელეგაციის თავმჯდომარე) და რასა იუკნევიჩიენე (საქართველოზე ევროპარლამენტის მუდმივი მომხსენებელი).

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები