გენერალური აუდიტორის, ირაკლი მექვაბიშვილის ინფორმაციით, ქართულ პოლიტიკაში კრიპტოვალუტებით დაფინანსების პრეცედენტები არის. როგორც მექვაბიშვილმა ჟურნალისტებს კონფერენციაზე "ფული პოლიტიკაში" განუცხადა, კრიპტოვალუტის საკითხი გამჭვირვალობის თვალსაზრისით გარკვეულ პრობლემას წარმოადგენს.
"ასეთი პრეცედენტებიც არის და ერთ-ერთ საკითხად ჩავრთეთ ეს თემა. კრიპტოვალუტის საკითხი გამჭვირვალობის თვალსაზრისით გარკვეულ პრობლემას წარმოადგენს. ამიტომ ჩვენ ძალიან დიდი ყურადღება გვმართებს ამ კუთხით",- განაცხადა მექვაბიშვილმა.
მისივე გთქმით, აუდიტის სამსახური ძალიან აქტიურად მუშაობს პოლიტიკური პარტიების დაფინანსების მონიტორინგის კუთხით და პროცესები არის გამჭვირვალე.

























