მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ქართულ თეატრზე მოთხოვნა გაიზარდა" - კვლევა

თეატრი

თანამედროვე ქართული თეატრის კვლევის ცენტრის მიერ ჩატარებული ქართული თეატრის სტატისტიკური ანგარიშის მიხედვით, თეატრზე მოთხოვნა მნიშვნელოვნადაა გაზრდილი. ასევე, გაზრდილია სპექტაკლების რაოდენობაც.

კვლევაში 2023 წელს, საქართველოში მოქმედი 48 (სახელმწიფო, მუნიციპალური, კერძო) თეატრიდან, მონაწილეობა 41-მა თეატრმა მიიღო. მათ შორის 37 სახელმწიფო და 4 კერძო თეატრია. ხოლო, მონაწილეობა არ მიიღო შვიდმა თეატრმა, მათგან 2 მუნიციპალური და 5 კერძო თეატრია.

სტატისტიკური მონაცემებით, 2023 წელს, ჯამში 4 148 წარმოდგენა გაიმართა, რაც 2022 წლის სტატისტიკურ მონაცემს მნიშვნელოვნად აჭარბებს. კერძოდ, 2022 წელს, ჯამში 3 407 სპექტაკლი ჩატარდა.

რაც შეეხება გაყიდული ბილეთების რაოდენობას,2023 წელს 600 000-მდეა, ხოლო დამსწრე მაყურებლების რაოდენობა, 700 000-ს აჭარბებს. აღნიშნულ მონაცემში არსებული სხვაობის მიზეზად, კულტურის სამინისტროს წარმომადგენლის ინფორმაციით, მოწვეული კრიტიკოსები, თეატრმცოდნეები და ის ადამიანებიც სახელდებიან, რომლებიც ბილეთს არ ყიდულობენ.

ანგარიშის თანახმად, კვლევა განხორციელდა საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დაკვეთითა და მხარდაჭერით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები