რამდენიმე დღის წინ იაპონიაში ჯიტას წარმომადგენლობის ვიზიტის ფარგლებში ვიზიტის ფარგლებში ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა და "Tsucrea Co."-ს შორის მოეწერა, რაც ქართული ტექნოლოგიური კომპანიების იაპონიის ბაზარზე დაშვების გამარტივებას ითვალისწინებს. ოფიციალურ მხარესთან ერთად დელეგაციაში ოთხი ქართული სტარტაპი: Pulsar AI, BioChimPharm, Neuropilot და Biterium AI-ს წარმომადგენლები იმყოფებოდნენ, რომლებმაც შეხვედრები მათ პოტენციურ პარტნიორებთან გამართეს. ერთი მხრივ რა შესაძლებლობაა სტარტაპებისთვის ეს მემორანდუმი და მეორე მხრივ როგორია იაპონიის ბაზარი ან იაპონური ტექნოლოგიური მხარდაჭერის მიღების შესაძლებლობა ქართული ბიზნესებისთვის?
სტუმარი: რატი ღოლიჯაშვილი - "ბიოქიმფარმის" გენერალური მენეჯერი;