მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ქართული აგროპროდუქტი“ €1 მლნ-ის ინვესტირებით, კახეთში ხილის ბაღების გაშენებას გეგმავს

სოსო მანჯავიძე

დასალევი ხილის და საწებლების მწარმოებელი კომპანია „ქართული აგროპროდუქტის“ მენეჯმენტში აცხადებენ, რომ კომპანია წლიურად 10 მლნ-მდე ბოთლის პროდუქტს ასხამს და ნედლეული საკმარისად აქვს. ამის შესახებ კომპანიის მმართველმა პარტნიორმა, სოსო მანჯავიძემ BMGTV-ის გადაცემა #რედაქტ2-ში სტუმრობისას ისაუბრა.

სოსო მანჯავიძე იმასაც ამბობს, რომ ნედლეული საკმარისი მარაგების მიუხედავად, კომპანია თავისი ბაღების გაშენებას გეგმავს.

„ჩვენ კახეთის რეგიონში ვართ და ნედლეულს ფერმერებისგან ვიბარებთ. ვაკვირდებით და ვხედავთ, რომ ფერმერებმა ხილის და ბოსტნეულის ბაღების გაშენება დაიწყეს. მიწების ათვისება ნელ-ნელა საკმაოდ კარგად მიდის. ფერმერებს მიწების რეგისტრაციაში ეხმარებიან და ვხედავთ, რომ ბევრმა ფიქრი არაერთი მიმართულებით დაიწყო. კახეთი ცნობილი იყო ყურძნის, ღვინის და ვენახის სამშობლოდ, თუმცა აქ ბევრი პროდუქტი მოდის. ჩვენ ჩვენი ნაკვეთი გვაქვს და კივის პლანტაციის გაშენებაზე ვფიქრობთ. სხვა პროდუქტებზეც გვეფიქრება, რომელიც აბსოლუტურად ბიო იქნება“, - განაცხადა სოსო მანჯავიძემ.

მისი განმარტებით, საკუთარი ბაღების გაშენების გეგმა 3-4 წლის პერიოდზეა გათვლილი და ინვესტიცია დაახლოებით 1 მლნ ევრომდე იქნება.

„დაფინანსება იქნება როგორც ჩვენი, ისე მონაწილეობას სხვადასხვა პროგრამებში მივიღებთ“, - თქვა მანჯავიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები