მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქართული არქიტექტორული კომპანია "ტასჰაბი" ავსტრალიის ბაზარზე შედის

Tashub

ქართული არქიტექტურული კომპანია "ტასჰაბი" ავსტრალიის ბაზარზე შედის - ამის შესახებ "საქმიანი დილას" ეთერში კომპანიის დამფუძნებელმა, სერგი გიორგაიამ, ისაუბრა და აღნიშნა, რომ საერთაშორისო ბაზარზე სინგაპურულ კომპანია Surbana Jurong-თან პარტნიორობით შევა.

"როგორც უკვე იცით, ჩვენი პარტნიორია კომპანია Surbana Jurong-ი, რომელთან ერთადაც უკვე გვაქვს დიდი გეგმები და ვაპირებთ, რომ არა მხოლოდ ქართველ მომხმარებლებზე, არამედ უცხოელ დამკვეთებზეც გავიდეთ. უკვე ამ ეტაპზე ვართ, აგვისტოში მივდივართ ავსტრალიაში და იქ გადავდგამთ ნაბიჯებს, რომ ეს ყველაფერი განვახორციელოთ.

[ავსტრალიაში] პროექტების შესრულების ნაწილზე ქართული ოფისი იზრუნებს: არქიტექტურულ პროექტს საქართველოდან სხვა ქვეყნის მომხმარებელს შევთავაზებთ. ეს იქნება ყველაზე მოსახერხებელი და მოქნილი გზა, რადგან თავად Surbana Jurong-ს საერთაშორისო ბაზარზე დიდი გამოცდილება აქვს და ამ ბაზარზე ჩვენს სწრაფ ადაპტირებას შეუწყობს ხელს ისევე, როგორც ჩვენ ვახერხებთ მათ ადაპტირებას ქართულ ბაზარზე, მათთან ერთად უკვე არაერთ პროექტში ვართ ჩართულები", - ამბობს სერგი გიორგაია.

"ტასჰაბის" დამფუძნებელმა BMG-სთან კომპანიის საქმიანობაც შეაჯამა და აღნიშნა, რომ სრულ არქიტექტურულ მომსახურებაზე მოთხოვნა დღითი დღე იზრდება.

"ტასჰაბი ყველა არქიტექტურულ სერვისს გთავაზობთ, იქნება ეს განაშენიანების რეგულირების გეგმა (გრგ), არქიტექტურული პროექტი, სატრანსპორტო კვლევა, სქემა თუ სხვა.

კომპანიას 2018 წლიდან დღემდე განაშენიანების რეგულირების გეგმა მილიონ კვადრატულ მეტრამდე აქვს უკვე შესრულებული, ითვლის 300 000-მდე კვადრატულ მეტრ არქიტექტურულ პროექტს, რაც იმას ნიშნავს, რომ ძალიან აქტიური ტემპით მივდივარ წინ და დღითი დღე იზრდება მოთხოვნა გრგ-ებზე. ბაზარზე თითქმის 6 წელია ვართ და ბევრჯერ დავამტკიცეთ, რომ ძალიან მაგარი საქმეების კეთება შეგვიძლია", - ამბობს "ტასჰაბის" დამფუძნებელი.

"ტასჰაბი" ადგილობრივ ბაზარზე 2018 წლიდან ამოქმედდა. კომპანია "ერთი ფანჯრის" პრინციპით მუშაობს და მათ სერვისებში შედის - გრგ-ეს სამუშაოები, არქიტექტურა, კონსტრუქცია, საინჟინრო კომუნიკაციები, გეოლოგია, სატრანსპორტო კვლევითი სამუშაოები, ინტერიერისა და ლანდშაფტის დიზაინი და სხვა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები