მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ქართული არტ-სალონის "მაქმანი" ხელნაკეთი ნივთები ამერიკასა და ევროპის ქვეყნებში გაიყიდება

58ba9885df920
ანი ჯოხაძე
04.03.17 14:34
4179
ქართული არტ-სალონის „მაქმანი“ ხელნაკეთი ნივთები ამერიკასა და ევროპის ქვეყნებში გაიყიდება, - ამის შესახებ იდეის ავტორმა „ქალების ნარატივთან“ საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, სექტემბერში არტ-სალონი პირველ მაღაზიასაც გახსნის.

ახალგაზრდა ბიზნესმენი ქალების ნარატივთან საუბარში განმარტავს, რომ საქართველოში ხელნაკეთი ნივთები დაფასებული არ არის, ისე როგორც ეს უცხოეთშია, რაც ერთადერთი პრობლემაა, რომელიც ბიზნესის წარმოების პროცესში წარმოექნა. ამასთან, „მაქმანი“ მომავალი წლიდან ონლაინ ჟურნალის გამოცემასაც აპირებს.

„მაქმანი“ მომხმარებელს სთავაზობს ხელნაკეთ აქსესუარებს, რომელიც იქმნება ყოველი მომხმარებლისთვის ექსკლუზიურად და მისი დუბლირება არ ხდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები