მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქართული აუდიტორული კომპანია Nexia TA IAB-ის ჯილდოს მფლობელია

5bcf107bd3ec4
BM.GE
23.10.18 16:12
708
Nexia TA IAB-ის ჯილდოს მფლობელი გახდა და ამით ეს გუნდი პირველი აუდიტრული კომპანია გახდა საქართველოდან, რომელსაც IAB-ის ჯილდო აქვს. IAB #1 საბუღალტრო გამოცემაა, რომელიც კვლევებს პერიოდულად მსოფლიოს მასშტაბით ატარებს, ხოლო ყოველწლიურად საუკეთესო აუდიტორულ ქსელებსა და კომპანიებს ავლენს. მათი ნომინაციები განსხვავდება მიმართულებებით და გამარჯვებულები ირჩევა ნომინანტების ყველაზე ძლიერი მხარეების გათვალისწინებით. ღონისძიება ტრადიციულად ოქტომბერში ლონდონში იმართება.

Nexia TA IAB-ის ჯილდო ნომინაციაში: Accounting Capacity Building Champion-ში მიიღო, რაც იმას ნიშნავს, რომ ამით კომპანიის ბუღალტერიის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილი შეფასდა.

,,ჩვენი კონკურენტები იყვნენ მსოფლიო ათეულში შემავალი, ყველა ქვეყნის წარმომადგენელი. ასეთი კონკურენციის პირობებში, იმედი გვქონდა, თუმცა სრულად დარწმუნებულები არ ვიყავით გამარჯვებაში, თუმცა ჩვენი მიღწევები დადებითად შეფასდა. მოხაულები ვართ, რომ ეს ჯილდო საქართველოში წამოვიღეთ და პირველი ქართული კომპანია ვართ, რომელმაც ეს ჯილდო მოიპოვა“, - განაცხადა "ნექსია თიეი"-ის მმართველმა პარტნიორმა დავით ლომიძემ გადაცემა ,,საქმიანი დილის“ ეთერში.
,,ინვესტიციები ყველაზე სწრაფად განვითარებადი მიმართულებაა, რაზეც ვაპირებთ სამომავლოდ დიდ აქცენტების გაკეთებას. ჩვენს ლონდონის ოფისს აქვს საინვესტიციო ბანკი და გვინდა რომ საქართველოთი დავანტერესოთ. ეს ძალიან რთულია, მაგრამ სასტუმროს სექტორი ეს ის მიმართულებაა, რომლით დაინტერესებასაც ვაპირებთ“- განაცხადა "ნექსია თიეი"-ს მართველმა პარტნიორმა გელა მღებრიშვილმა.

მალე ,,ნექსია თიეი“ ახალ ოფისში სრულფასოვნად გააგრძელებს მუშაობას, სადაც კომპანიის წარმომადგენლების განცხადებით კლიენტებისა და თანამშრომლებისათვის კომფორტული გარემო იქნება. აქვე გაიმართება სემინარები ,,ნექსია აკადემიი“ ფარგლებში. კომპაია საინვესტიციო მიმართულებით გააქტიურებას, ასევე კლიენტებისთვის პროდუქციის ექსპორტში ხელშეწყობასაც გეგმავს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები