დასაჯდომი ავეჯის ექსპორტი და იმპორტი მაქსიმუმზეა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, მიმდინარე წლის, 5 თვეში 25.389 მლნ აშშ დოლარის ავეჯი შემოვიდა, ხოლო 1.653 მლნ აშშ დოლარის გავიდა, რაც გასულ წლებთან შედარებით მაქსიმალური მაჩვენებელია. შედარებისთვის, 2023 წლის იანვარ-მაისში 946.3 ათასი აშშ დოლარის დასაჯდომი ავეჯის ექსპორტი განხორციელდა, 2022 წლის იგივე პერიოდში - 715.9 ათასი აშშ დოლარის.
რაც შეეხება იმპორტს, გასული წლის 5 თვეში 19,111 მლნ აშშ დოლარის დასაჯდომი ავეჯი შემოვიდა, 2022 წლის იანვარ-მაისში - 17,517 მლნ აშშ დოლარის. ამასთან, აღსანიშნავია, რომ წელს ექსპორტირებული 1.653 მლნ აშშ დოლარის ავეჯიდან, მხოლოდ 5% მოდიოდა ადგილობრივ ექსპორტზე. საანგარიშო პერიოდში 84.5 ათასი აშშ დოლარის საქართველოში დამზადებული ავეჯი გავიდა.
სტატისტიკის მიხედვით, დასაჯდომი ავეჯის იმპორტიორ ქვეყნებს შორის ლიდერია თურქეთი, ხოლო ექსპორტიორებში სომხეთი. ტოპ-5 იმპორტიორი ასე გამოიყურება: თურქეთი - 7.760 მლნ აშშ დოლარი ჩინეთი - 7.459 მლნ აშშ დოლარი იტალია - 2.541 მლნ აშშ დოლარი ბულგარეთი - 1.612 მლნ აშშ დოლარი გერმანია - 727.8 ათასი აშშ დოლარი;
რაც შეეხება ტოპ-5 ექსპორტიორს: სომხეთი - 1.599 მლნ აშშ დოლარი რუსეთი - 18.3 მლნ აშშ დოლარი აზერბაიჯანი - 13.4 ათასი აშშ დოლარი ფინეთი - 7 მლნ აშშ დოლარი ყაზახეთი - 2.71 მლნ აშშ დოლარი.