მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქართული ბანკები ESG-სტანდარტების დანერგვაში უფრო აქტიურები არიან, ვიდრე სომხური ბანკები - ჰოვანეს ხაჩატრიანი

ჰოვანეს ხაჩატრიანი
13.11.24 00:05
322
სტატიაში საუბარია:

სომხეთის ცენტრალური ბანკის ვიცე-პრეზიდენტის ჰოვანეს ხაჩატრიანის განცხადებით, საქართველოს საბანკო სფეროში მოწინავე ბანკები TBC და საქართველოს ბანკი ESG-სტანდარტების [ეკოლოგიური, სოციალური პასუხისმგებლობისა და კორპორაციული მართვა] დანერგვაში მეტად აქტიურები არიან, ვიდრე სომხური ბანკები. ამის შესახებ ხაჩატრიანმა BMG-ის სომხეთის ბიუროსთან ერევანში გამართულ საერთაშორისო საბანკო კონფერენციის ფარგლებში განუცხადა.

„ეს მეტწილად ლონდონის საფონდო ბირჟაზე მათი დალისტვით არის განპირობებული, სადაც ეს სტანდარტების დანერგვას ახალისებენ და მოთხოვნების ნაწილს წარმოადგენს“, - განმარტა სომხეთის ცენტრალური ბანკის ვიცე-პრეზიდეტმა და აღნიშნა, რომ ამ მხრივ საქართველოს ეროვნული ბანკსაც საკმაოდ აქტიური პოზიცია უკავია.

მისი ინფორმაციით, სომხეთში ESG-სტანდარტების დანერგვისთვის ასევე იდგმევა ნაბიჯები. „სომხეთის ცენტრალურმა ბანკმა ამ სფეროში საგზაო რუკა და სტრატეგია გამოაქვეყნა. კომერციულ ბანკებსაც აქვთ თავისი, შიდა სტანდარტები. თუ საქართველოს შემთხვევაში დიდ გავლენას ლონდონის საფონდო ბირჟა ახდენს, სომხეთში მნიშვნელოვან როლს ფინანსური ინსტიტუტები - აზიის განვითარების ბანკი, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი ახდენენ“, - აღნიშნა ხაჩატრიანმა.

BMG-ის სომხეთის ბიუროს ინფორმაციით, უახლოეს პერიოდში იგეგმება სომხეთის „მწვანე“ ტაქსონომიის დამტკიცება, რომელიც მიმართული იქნება პოლიტიკის შემუშავებასა და ქვეყანაში „მწვანე“ ინვესტიციების სტიმულირებისთვის საკანონმდებლო ბაზის შექმნაზე. გარდა ამისა, იგეგმება ეროვნული საიპოთეკო კომპანიების „მწვანე“ ობლიგაციების გამოშვება, რომელიც იპოთეკის ბაზართან იქნება დაკავშირებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები