მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ქართული ბანკებიდან 450 მილიონი ლარის დეპოზიტები გაიტანეს

5c73fd5369af1
შოთა ტყეშელაშვილი
25.02.19 18:35
3044
2019 წლის იანვარში ქართული ბანკებიდან 450 მილიონი ლარის მოცულობის დეპოზიტები გაიტანეს. ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დღეს გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა.

სებ-ის დოკუმენტის მიხედვით, 2019 წლის 1 თებერვალს, 1 იანვართან შედარებით ბანკებში 450,600,000 ლარით ნაკლები დეპოზიტები ირიცხებოდა.

“საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 2019 წლის პირველი თებერვლისათვის 22.6 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 450.6 მლნ ლარით ანუ 2.0 პროცენტით ნაკლებია პირველი იანვრისათვის არსებულ მაჩვენებელზე (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 1.5 პროცენტით ნაკლები). იანვარში, წინა თვესთან შედარებით, ადგილი ჰქონდა ვადიანი დეპოზიტების ზრდას 171.3 მლნ ლარით, ანუ 1.3 პროცენტით (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 1.8 პროცენტით), ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტები შემცირდა 622.0 მლნ ლარით ანუ 6.4 პროცენტით (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 6.0 პროცენტით).

დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა მიმდინარე წლის პირველი თებერვლისთვის 37.54 პროცენტი შეადგინა. პირველი იანვრის მდგომარეობასთან შედარებით, დეპოზიტების ლარიზაცია გაიზარდა 0.64 პროცენტული პუნქტით (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით 0.45 პროცენტული პუნქტით).

ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საპროცენტო განაკვეთმა 5.9 პროცენტი შეადგინა, მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 7.7 პროცენტი, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 2.8 პროცენტი.

უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილმა 82.9 პროცენტი, ხოლო ევროს წილმა 15.6 პროცენტი შეადგინა", - წერია ეროვნული ბანკის განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები