მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ქართული ბანკების საკრედიტო პორტფელმა ₾62 მილიარდს მიაღწია

ბანკები

სებ-ისთვის წარდგენილი მონაცემების თანახმად, 2024 წლის დეკემბრის ბოლოსთვის საბანკო სექტორის მთლიანი საკრედიტო პორტფელის ზომამ 62.2 მილიარდ ლარს მიაღწია. ანგარიშის თანახმად, დეკემბერში სესხების მოცულობა 1.64 მილიარდი ლარით გაიზარდა, რაც გაცვლითი კურსის გაუფასურების გარეშე 2.43%-იანი ზრდაა.

სებ-ის სტატისტიკის მიხედვით, დაკრედიტების მატება ძირითადად ლარის სესხებს უკავშირდებოდა, რადგანაც ეროვნული ვალუტით დეკემბერში 1 მილიარდი ლარის კრედიტები გაიცა, უცხოური ვალუტის სესხები კი 605 მილიონ ლარს შეადგენდა.

დეკემბრის მდგომარეობით საბანკო კრედიტების 56.7% ეროვნულ ვალუტაში არის გაცემული. ნოემბერთან შედარებით ეს მაჩვენებელი 0.53 პროცენტული პუნქტით არის შემცირებული, ხოლო გაცვლითი კურსის ეფექტის გამოკლებით შემცირებამ 0.38 პროცენტული პუნქტი შეადგინა.

მთლიანობაში 2024 წელს ქართული ბანკების მიერ გაცემული სესხების პორტფელი 9.6 მილიარდი ლარით, ანუ 18%-ით გაიზარდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები