მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
EN
Loading data...

ქართული ბავშვის სათამაშოები გერმანიაში ექსპორტისთვის ემზადება

ელენე ჩომახიძე

19.11.18 10:36 1196 ნახვა

სოციალური საწარმო „არბო ჯგუფი“ ხის ეკოლოგიურად ჯანსაღ ბავშვის სათამაშოებსა და ეზოს კომპლექსებს აწარმოებს. „საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი“-ს დაფინანსება 15 000 ევროს ოდენობით საწარმომ 2017 წელს მიიღო და ამ თანხით საწარმოო დანადგარები განაახლეს.

„გრანტის მიღების შემდეგ წარმადობა ერთი ორად გაიზარდა. რაც შეეხება ექსპორტს, სწორედ ახლა დავიწყეთ გერმანიასთან მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს დეტალებზე შეთანხმება. საუბარია პროდუქციის სრული ასორტიმენტის ესპორტზე გატანაზე“ - აცხადებს საწამროს დამფუძნებელი თეიმურაზ აღდგომელაშვილი. 

სოციალურ საწარმო „არბო ჯგუფში“ 20-მდე ადამიანია დასაქმებული.
საფონდო ბირჟები
კატეგორიები
საფონდო ბირჟები