დღესდღეობით, სახელმწიფოს ეკონომიკა ზრდის პროცესშია. იქმნება სტარტაპები, ვითარდებიან კომპანიები, სულ უფრო მეტი ყურადღება ეთმობა ბიზნესში ინოვაციური ტექნოლოგიების გამოყენებას. ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის აუცილებელია საექსპორტო საქონლის მაჩვენებლის ზრდა იმპორტთან მიმართებაში, კვალიფიციური კადრების ზრდა და უმუშევრობის პროცენტული მაჩვენებლის შემცირება.
სწორედ აღნიშნულ მიმართულებაზეა ორიენტირებული ქართულ ბაზარზე მოღვაწე, მაღალტექნოლოგიური ინოვაციების წარმოებით გამორჩეული კომპანია “ZETEN.“ კომპანიის დამფუძნებული და გენერალური დირექტორია წარმატებული ქალბატონი ნანო ციხისელი.
ქალბატონი ნანო თავად გვესაუბრა კომპანიის ინოვაციურ საქმიანობასა და მის მიერ ქვეყნის ეკონომიკის აღმავლობაში შეტანილ მნიშვნელოვან წვლილზე.
-პირველ რიგში, გვიამბეთ კომპანიის საქმიანობის ძირითადი სფეროების შესახებ.
-შპს „ZETEN“ დაარსდა 1998 წელს. არსებობის პირველ წლებში კომპანია საქმიანობდა მიკროელექტრონიკის სფეროში. მისი გუნდი წარმოადგენს კვალიფიციურ სპეციალისტთა ერთობლიობას, რომელსაც გააჩნია საკმაოდ მდიდარი პროფესიული გამოცდილება სამეცნიერო საინჟინრო ტექნოლოგიების სფეროში და სპეციალიზებულია მართვის ციფრული სისტემების და მიკროპროცესორული მოწყობილობების დაპროექტებაში.
კომპანიის საქმიანობის ძირითადი სფეროებია: მექანიკური, ელექტრონული და სპეციალური რობოტიზირებული დანადგარების წვრილი სერიული წარმოება და ქვეყნის მასშტაბით მოსახლეობის პროფესიული გადამზადება საინჟინრო ტექნოლოგიებში და მათი დასაქმების ხელშეწყობა; ასევე, თანამედროვე, ინოვაციური ტექნოლოგიების შესწავლა, დანერგვა და განვითარება.
-კონკრეტულად, რომელ პროდუქტებსა და რა სახის მომსახურებას სთავაზობთ მომხმარებლებს?
-„ZETEN“ მომხმარებელს სთავაზობს ისეთ მრავალფეროვან და ინოვაციურ პროდუქტებსა და მომსახურებას, როგორიცაა: საათიფიცირების სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს საათების სინქრონულ მართვას; ციფრული საათი - თერმომეტრი, ატმოსფერული წნევისა და ტენიანობის მზომი; დაშვების კონტროლის სისტემა RFID (contactless system)–(ელეტრონული გასაღები), როგორც კომპიუტერული მართვით, ასევე დისტანციურად მობილური ტელეფონის საშუალებით; განათების და სხვადასხვა ელექტრონული მოწყობილობების დისტანციური მართვა; მარტივად სამართავი GSM სიგნალიზაცია, როგორც ხმოვანი, ასევე SMS-ტექსტური შეტყობინებით; სათბურების (ჰიდროპონიკა, აკვაპონიკა, ბიოპონიკა) ავტომატიზაცია; აკვარიუმის ავტომატიკა და ა.შ.
- თქვენ პირადად რა მიგაჩნიათ “ZETEN-ის“ გამორჩეულად დიდ წარმატებად და მის ძლიერ მხარედ?
-პირველ რიგში, გამოვყოფდი კომპანიის თანამშრომელთა მაღალ პროფესიონალიზმს. კომპანიის გუნდი მუდმივად ორიენტირებულია მაღალი ტექნოლოგიების ბაზაზე დაყრდნობით თანამედროვე, საჭირო და ხარისხიანი პროდუქციის შექმნაზე. მაქსიმალურად მარტივად სამართავი ელექტრონული მოწყობილობები მომხმარებელს უადვილებს მათ გამოყენებას. გარდა ამისა, კომპანიას შეუძლია უზრუნველყოს მომხმარებელთა პროექტებისა და ჩანფიქრების მაქსიმალური მხარდაჭერა (იდეიდან პროტოტიპამდე), მათი ჩანაფიქრისათვის საჭირო ოპტიმალური გადაწყვეტილების შერჩევა და სათანადო კონსულტაციები ექსპერტ–ინჟინრებისაგან. ZETEN მომხმარებლებს აწვდის შეკვეთის პირველად ნიმუშს მისი შემუშავების პროცესში.
-თქვენი კომპანია მონაწილეობს ბიზნეს დაჯილდოება 2018-ში, ნომინაციაში „ბიზნესი დადებითი გავლენისათვის.“ გვიამბეთ ამის შესახებ, რას გულისხმობს აღნიშნული ნომინაცია და რამდენად ელით გამარჯვებას?
-საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ბიზნეს დაჯილდოების, თიბისი ბანკის ბიზნეს დაჯილდოება 2018-ის, ფინალისტების გამოვლენამდე სულ ცოტა დრო რჩება. დაჯილდოებაში მონაწილეობის მისაღებად ქვეყნის მასშტაბით სულ 346 ბიზნესია დარეგისტრირებული. მონაწილე კომპანიები 6 სხვადასხვა ნომინაციაში მათი ბიზნესსაქმიანობის მიხედვით არიან დარეგისტრირებულნი.
ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისათვის უმნიშვნელოვანეს ნომინაციაში "ბიზნესი დადებითი გავლენისათვის" მონაწილეობს კომპანიაა ZETEN, სპეციალიზირებული ისეთ პროექტებში, როგორიცაა მართვის ციფრული სისტემები, ელექტრონული და ელექტრომექანიკური მოწყობილობები და რობოტიზირებული დანადგარები.
„ZETEN” ერთადერთი კომპანიაა, რომელიც მოღვაწეობს რობოტიზირებული ტექნოლოგიების დარგში და მაღალტექნოლოგიური ინოვაციების წარმოების პარალელურად, ატარებს პროფესიულ პრაქტიკულ ტრენინგებს. სწორედ ამიტომ „ZETEN” არის ერთ-ერთი იმ ორგანიზაციათაგანი, რომელთა განვითარება და ზრდა პირდაპირპროპორციულად მოქმედებს სახელმწიფო ეკონომიკის აღმასვლაზე, რაც პირდაპირ კავშირშია საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ ბიზნეს დაჯილდოებასთან „ბიზნესი დადებითი გავლენისთვის.“
კომპანიას გააჩნია უნარი, აღზარდოს პროფესიონალი სპეციალისტები ინოვაციური მაღალი ტექნოლოგიების დარგში, რომელთა განათლების ხარისხი შეამცირებს უმუშევრობის დონეს და გაზრდის გამოცდილი კადრების რაოდენობას.